"ოჯახის მკურნალმა" სექტემბრიდან დაიწყო ახალი კამპანია #შვილებისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ოჯახის მკურნალმა" სექტემბრიდან დაიწყო ახალი კამპანია #შვილებისათვის

"ოჯახის მკურნალმა" სექტემბრის თვიდან დაიწყო კამპანია #შვილებისათვის, რომლის ფარგლებშიც ჟურნალის ყველა საშემოდგომო ნომერი აქცენტირებულია ბავშვებთან და მოზარდებთან დაკავშირებულ თემებზე. ასევე გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა რამდენიმე აქცია, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვებისათვის უფასო სამედიცინო შემოწმებას.

პირველი ორდღიანი აქცია გაიმართა 16 და 17 სექტემბერს თბილისი მოლში, სადაც მოვიწვიეთ "მანანა შეროზიას თვალისკლინიკის" დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი მანანა შეროზია. ბავშვებს სპეციალური აპარატურით შეუმოწმდათ მხედველობა.

ჩატარდა შემდეგი გამოკვლევები: ვიზომეტრია, ოფთალმოსკოპია, კომპიუტერული რეფრაქტომეტრია აპარატი-პლუსოპტიკით, თვალის ფსკერის გამოკვლევები და ასევე გამოყენებული იყო მხედველობის გასასინჯი ტაბელები.

რამდენ ბავშვს შეუმოწმდა მხედველობა?

აქციის ფარგლებში სულ 84 ბავშვი შემოწმდა. მათ, ვისაც დიაგნოსტირების შემდგომ აღმოაჩნდათ ოფთალმოლოგთან ვიზიტის საჭიროება, გადაეცათ "მანანა შეროზიას თვალის კლინიკაში" უფასო კონსულტაციისა და ბრიტანული ფირმის "ზუბაგის" სათვალეებზე 20% ფასდაკლების ვაუჩერები

mkurnali.ge

2 დღისგანმავლობაში ასეთი 45 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორ მოეწონათ ბავშვებსა და მშობლებს ეს აქცია?

როგორც ბავშვებმა და მათმა მშობლებმა აღნიშნეს, აქცია საკმაოდ სასარგებლო, სახალისო და რაც მთავარია, ნაყოფიერი აღმოჩნდა.

მომავალში რა გეგმები აქვს "ოჯახის მკურნალს?

პირველი წარმატებული მცდელობიდან გამომდინარე, "ოჯახის მკურნალმა"გადაწყვიტა, ოქტომბერშიც გაიმეოროს მსგავსი აქცია-შემოწმება და ამჯერად პატარებს ვთავაზობთ ხერხემლის უფასო შემოწმებას. დეტალები, თუ სად და როდის გაიმართება მორიგი ღონისძიება, მალე გახდება ცნობილი და წინასწარ შეგატყობინებთ როგორც ჩვენი ვებ-გვერდის, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით.

mkurnali.ge

mkurnali.ge

mkurnali.ge