ეს რვა წლის გოგონა ქორწინების ღამეს შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა
რამდენიმე წლის წინ მთელი მსოფლიო შეძრა ამ ფოტომ, რომელზეც ეს საშინელი ტრადიციაა ასახული, წინა რიგში მყოფი გოგონა კი ქორწინების ღამეს შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა. ასევე ცნობილია ფაქტი, რომ 12 წლის გოგონა დაიღუპა მშობიარობისას, რადგან მისი ორგანიზმი არ იყო მზად ასეთი დიდი სტრესისათვის.
მედიკოსები გვირჩევენ, რომ ქორწინება და მშობიარობა ქალისთვის მხოლოდ 18 წლის შემდეგ არის ფიზიოლოგიური. ამაზე მცირე ასაკში ქორწინება კი უარყოფითად აისახება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ჩვენშიც ხდება ადრეულ (14-16 წლის) ასაკში ქორწინების ერთეული შემთხვევები, რაზეც საზოგადოებრივი და მედიკოსთა აზრი უარყოფითია.
ცალკე პრობლემაა ფსიქოლოგიური საკითხი, რომელიც დიდ დაღს აჩენს ნაადრევი ქორწინების მსხვერპლ წყვილებს.
წაიკითეთ: