რატომ არის 8 საათზე მეტხანს ძილი მავნებელი
სწორედ ამ ფაზაში ესიზმრება ადამიანს კოშმარები. საბედნიეროდ, ძილის ხანგრძლივობა კოშმარების საშინელებების ხარისხზე გავლენას არ ახდენს.
ექსპერტებმა 846 ადამიანის ძილის ხანგრძლივობა და სიზმრები გააანალიზეს. ექსპერიმენტის მსვლელობისას ითვალისწინებდნენ უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე კოშმარების სიხშირესა და სიმძიმეს, სტრესს, შფოთვას, პარანოიას, ჰალუცინაციებსა და ალკოჰოლის მოხმარებას.
აღმოჩნდა, რომ პარანოია, შფოთვა, ჰალუცინაციები პირდაპირ იყო დაკავშირებული კოშმარების სიხშირესა და სიმძიმესთან. თავისთავად კოშმარები არღვევს ძილს და აძლიერებს უკვე არსებულ ფსიქიკურ პრობლემებს.
სხვათა შორის, ადრე ჩატარებული კვლევებისგან განსხვავებით, ბრიტანელმა ექიმებმა ვერ გამოავლინეს კავშირი კოშმარებსა და ალკოჰოლის მოხმარებას შორის.
ლალი ჩხიკვაძე