ართრიტის სამკურნალო წამლით შეიძლება ძვლის ტვინის დაავადებასაც უმკურნალონ
აინჰიბირებს მიელოპროლიფერაციულ დაავადებებთან დაკავშირებულ JAK/STAT მოლეკულურ გზას.
მეცნიერებმა ადამიანის უჯრედებზე ჩატარებული კვლევით გამოარკვიეს, რომ მეტოტრექსატი თრგუნავდა JAK/STAT გზის აქტივობას მიელოპროლიფერაციული დაავადების გამომწვევ მუტაციაგანცდილ უჯრედებშიც კი. მასობრივი კლინიკური კვლევები უკვე მომავალი წლიდან იგეგმება.
მიელოპროლიფერაციულ დაავადებას მიეკუთვნება პოლიციტემია, რომელიც ერიტროციტების რაოდენობის ზრდით ხასიათდება. ამ დროს აღინიშნება ქავილი, თავის ტკივილი, წონის კლება, დაღლილობა და ღამით ოფლიანობა.
მკურნალობის არსებული მეთოდები ვერ ამუხრუჭებენ დაავადების პროგრესირებასა და სიმპტომების გამოვლინებას.
ლალი ჩხიკვაძე