რატომ ვერ ითვისებს ჩვენი ორგანიზმი კალციუმს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვერ ითვისებს ჩვენი ორგანიზმი კალციუმს?

ძვლები უფრო მტკიცე რომ გახდეს, ორგანიზმს კალციუმი არ უნდა მოაკლდეს. მაგრამ რამდენიც არ უნდა მიირთვათ ხაჭო და სვათ კალციუმის გლუკონატი, ქსოვილებში მისი მხოლოდ 15% მოხვდება, ეს კი ძვლების გასამაგრებლად საკმარისი არ არის.

ძვლების გარდა, კალციუმის იონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის. ამ თვისების გამო ზოგიერთი ნეიროფიზიოლოგი კალციუმს საუკეთესო ბუნებრივ დამამშვიდებელ საშუალებად მიიჩნევს.

ორგანიზმმა კალციუმი უკეთ რომ აითვისოს, აუცილებელია ვიტამინი D3, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და შესაბამისად უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდა-განვითარებას.

აგრეთვე აუცილებელია მაგნიუმი (Mგ). ეს მიკროელემენტი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ხდება კალციუმის შეწოვა. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.

კალციუმის ასათვისებლად საჭირო ამ კომპონენტებს შეიცავს პრეპარატი ოსტეოქეა, რომელიც შექმნილია ბრიტანელი ექიმების და ფარმაცევტების მიერ ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის და კბილების, გულის, კუნთების და ნერვული ქსოვილის სიჯანსაღისთვის.

გარდა ამისა, ოსეოქეა სუსპენზია შეიცავს თუთიას, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ სიხარულის, ბედნიერებისა და ძალის მომნიჭებელ ელემენტს. თუთია სჭირდება ყველა ორგანოს, თითოეულ უჯრედს. ის აუცილებელია მხედველობისა და მეხსიერებისთვის, იმუნური სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად, რეპროდუქციული სისტემის მუშაობისთვის.

ვის სჭირდება ოსტეოქეა?

ოსტეოქეას ღირსება ისიცაა, რომ პრეპარატი ინიშნება ყველა ასაკის ადამიანებში. მისი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია:

  • წლამდე ასაკის პატარებში რაქიტის პროფილაქტიკისათვის,
  • ბავშვებისა და მოზარდებისათვის ინტენსიური ზრდის პერიოდში,
  • მათთვის ვისაც კარიესის პროფილაქტიკა სურს
  • ქალებისთვის კლიმაქსურ პერიოდში ოსტეოპოროზის, მოტეხილობების პროფილაქტიკისათვის.
  • ორსულებისა (ორსულობის პირველ ნახევარში) და მეძუძური დედებისათვის.

ოსტეოქეაში შემავალი კალციუმი წარმოდგენილია კალციუმის კარბონატის სახით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს შეწოვას და მაღალი კონცენტრაციის შექმნას ორგანიზმში.