5 ნაბიჯი ჯანმრთელი და დატენიანებული კანისკენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 ნაბიჯი ჯანმრთელი და დატენიანებული კანისკენ

ნაბიჯი 1. დალიეთ მეტი ოდენობით წყალი

უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია კანის შიგნიდან დატენიანება. სითხის დალევის გააზრებული რეჟიმის დაცვა არის პირველი ნაბიჯი, რომლითაც უნდა დაიწყოთ კანის სიმშრალესთან ბრძოლა, განსაკუთრებით წელიწადის ცივ სეზონში. დღის განმავლობაში რეკომენდებულია 2 ლიტრი ოთახის ტემპერატურის სუფთა წყლის დალევა. წყლის ამ მოცულობის უმეტესი ნაწილი უმჯობესია დალიოთ დილით და დღის ნათელ პერიოდში, რათა თავიდან იქნას აცილებული სითხის დაგროვება და შეშუპებების ფორმირება სხეულზე.

ნაბიჯი 2. გამოიძინეთ

კანის დატენიანებისა და კვების გზების ძიებისას არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ საკმარისი ყურადღება მიაქციოთ ძილის რეჟიმს. ძილის რეგულარული ნაკლებობა იწვევს თქვენი კანის pH დონეებში დისბალანსს და ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გაუწყლოვნება და სიმშრალე. მიაჩვიეთ საკუთარი თავს ერთი და იმავე დროს დაძინებას და, ამავე დროს, ეცადეთ, რომ ძილის ხანგრძლივობა 7-8 საათს შეადგენდეს. გახსოვდეთ, რომ ძილი აუცილებელია კანის აქტიური მუშაობისა და მისი რეგენერაციისთვის. გარდა ამისა, ძილის დროს ყველა გამოყენებული საშუალება გაცილებით უკეთ აღწევს კანში და ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს.

ნაბიჯი 3. ყურადღება მიაქციეთ კვებას

რამდენად რთულიც არ უნდა მოგვეჩვენოთ სწრაფ ნახშირწყლებზე უარის თქმა და რაციონში სასარგებლო პროდუქტების მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა, სწორედ ეს არის ის მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რომელიც ხელს შეუწყობს ლამაზი, ელასტიური და დატენიანებული კანის მიღწევას. შემოდგომასა და ზამთარში ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები, რათა გაუმკლავდეთ ქარს, დაბალ ტემპერატურას და იმ ზემოქმედებას, რომელსაც ისინი ახდენენ კანზე. შედეგის მისაღწევად სულაც არ არის აუცილებელი მკაცრი შეზღუდვების დაცვა.

ხუთი სასარგებლო პროდუქტი, რომელიც თქვენს რაციონში უნდა იყოს ჩართული, შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:

- ავოკადო: გემრიელი და ისეთი ცხიმებით გაჯერებული, რომლებიც ხელს უწყობენ კანს სინოტივის საჭირო დონის შენარჩუნებაში.

- ნიგოზი: ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების წყარო.

- კიტრი: თითქმის მთლიანად შედგება წყლისგან, შეიცავს მხოლოდ დაახლოებით 20 კალორიას და მდიდარია მთელი რიგი სასარგებლო ნივთიერებებით, როგორიცაა კალიუმი და ვიტამინი C.

- ფორთოხალი: 90%-ით შედგება წყლისგან, ძალიან სასარგებლოა კანის აღდგენისა და დატენიანებისთვის.

- ალოე ვერა: მცენარე, რომლის რბილობიც გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით. გირჩევთ, მაგალითად, გასინჯოთ ალოეს შემცველი მცენარეული სასმელი Herbalife-სგან საკვების მომნელებელი სისტემისთვის სტიმულირებისთვის.

ნაბიჯი 4. გააკონტროლეთ ტენიანობის დონე სათავსოში

ცხიმოვანი ჯირკვლების შეუფერხებელი მუშაობისა და კანის გადაშრობისგან დაცვის მიზნით, ოთახში ჰაერის ტემპერატურის და ტენიანობის დონის მაჩვენებლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა. შენობაში ჰაერის სიმშრალის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია გათბობის სეზონზე ზამთრის პერიოდში. ზედმეტად მშრალი ჰაერის პირობებში კანი კარგავს თავის ტენიანობას, მეტისმეტად შრება და ნაკლებად ელასტიური ხდება. ჰაერის ტენიანობის სათანადო დონეზე შენარჩუნების მიზნით რეკომენდებულია შეიძინოთ და დაამონტაჟოთ ჰაერის დამატენიანებელი, ყოველ 2-3 დღეში მოახდინოთ სათასოს სველი ტილოთი გაწმენდა და რეგულარულად მორწყოთ ოთახის მცენარეები.

ნაბიჯი 5. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავზე ყოველდღიურ ზრუნვას

და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი ბოლო ნაბიჯი, რომელსაც, ზემოთაღნიშნულ ყველა პირობასთან ერთად, შეუძლია შესანიშნავი შედეგი გამოიღოს - ეს არის კანის ზედაპირის მოვლა კოსმეტიკური საშუალებების დახმარებით. თუმცა, სამწუხაროდ, სწორედ ამ ეტაპზე უშვებს ბევრი გოგონა შეცდომებს, როდესაც ისეთ საშუალებებს ირჩევენ, რომლებიც კანის საჭიროებებს არ აკმაყოფილებენ. როგორი უნდა იყოს კანის დატენიანებაზე მიმართული მოვლა? პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ იმას, რით იბანთ კანს. გასაწმენდად შეარჩიეთ რბილი დამატენიანებელი გელი ან ქაფები, რომლებიც კანზე ნაზად ზემოქმედებენ. მაკიაჟის მოსაცილებლად საღამოს ჰიდროფილური ზეთის გამოყენება საუკეთესო გამოსავალი იქნება. დაბანის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ ტონიკი იმისთვის, რომ აღიდგინოთ კანის ბუნებრივი pH ბალანსი და მოამზადოთ ის შემდეგი საშუალებების დასატანად.

ღამით კანის მოვლისთვის რეკომენდებულია კანზე დაიტანოთ უფრო მკვრივი და მკვებავი საშუალები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანი ძალიან გამშრალი და დაზიანებულია, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ ბიუჯეტური ზეთები, რომლებსაც აუცილებლად იპოვოთ ახლომდებარე აფთიაქში. მაგალითად, ატმის ზეთი ან ჟოჟობას ზეთი შესანიშნავად უმკლავდება ღამით კანის დატენიანების და კვების ამოცანას, და ამავე დროს არ ამძიმებს კანს.

სახის და თვალების გარშემო არის ყოველდღიური მოვლისთვის შეარჩიეთ შედარებით რბილი ტექსტურის კრემები, რომლებიც უფრო დატენიანებაზეა მიმართული, ვიდრე ღრმა კვებაზე. ერთერთი ასეთია ყოველდღიური დამატენიანებელი კრემი კანის ბუნებრივი ბზინვარებისთვის კომპანია Herbalife-სგან. ის კანს შინაგანი ბზინვარების ეფექტს მიანიჭებს და შესანიშნავი ბაზა იქნება თქვენი მაკიაჟისთვის. დეკორატიული კოსმეტიკის არჩევისას უმჯობესი იქნება, თუ უატს იტყვით გასამქრქალებელ ტონალურ საშუალებებზე. კარგად დაფიქრდით ფერების (რუმიანას), ბრინჯაოსფერის (ბრონზერი) და ჰაილაითერის გამოყენების წინ: ისინი ყოველთვის შეიძლება ჩაანაცვლოთ ალტერნატიული კრემისებრი ტექსტურის საშუალებებით.

R