სიმსუქნე, ჰიპერტონია და ფსიქიკური პრობლემები - მეცნიერების შემაშფოთებელი დასკვნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმსუქნე, ჰიპერტონია და ფსიქიკური პრობლემები - მეცნიერების შემაშფოთებელი დასკვნა

ენერგეტიკულ სასმელებს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. მათ შორის: სიმსუქნე, ჰიპერტონია და ფსიქიკური პრობლემები. ენერგეტიკული სასმელების მოხმარება ზრდის სტრესის, შფოთვის, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების, აგრესიის, დაღლილობის, გაღიზიანების, კუჭის ტკივილისა და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების რისკს. სპეციალისტები ასევე გვირჩევენ არ შევურიოთ ერთმანეთს ენერგეტიკული და ალკოჰოლური სასმელები. ასეთ შემთხვევაში ადამიანები მეტ სპირტიან სასმელს მოიხმარენ. ალკოჰოლური თრობის შენიღბვის შედეგად, ენერგეტიკული სასმელები ზრდის გაუწყლოებისა და ალკოჰოლით მოწამვლის ალბათობას. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ენერგეტიკული სასმელების მიღებით გამოწვეული უარყოფითი მოვლენები აჭარბებს დადებითს (ენერგიის, გამძლეობისა და კონცენტრაციის ხანმოკლე მომატება). კანადელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდებში, რომლებიც ხშირად მოიხმარენ ენერგეტიკულ სასმელებს, ქალა-ტვინის ტრავმის შემთხვევები უფრო ხშირია, ვიდრე მათ თანატოლებში, რომლებიც კოფეინის შემცველ სასმელებს არ მოიხმარენ.

სპეციალისტების აზრით, ენერგეტიკული სასმელები შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს თავის ტრავმის შემდეგ ორგანიზმის აღდგენის უნარზე. ლალი ჩხიკვაძე