ბართოლინიტის სამკურნალო ხალხური მალამო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბართოლინიტის სამკურნალო ხალხური მალამო

შესაძლოა გონოკოკმა ან სტაფილოკოკმა გამოიწვიოს. ინფიცირებული ჯირკვალი დიდდება და ყალიბდება ჩირქოვანი აბსცესი, რომელიც ძლიერ მტკივნეულია.

"ყოველივე ეს სოფელში მეზობლისგან შევიტყვე, რომელიც უსახსრობის გამო ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა და ბართოლინიტს თავისი ხელით დამზადებული მალამოთი მკურნალობდა. თავდაპირველად მის მალამოს ეჭვის თვალით შევხედე, მაგრამ როცა მითხრა, ერთი კვირის შემდეგ ინფექციისგან კვალიც აღარ დარჩაო, გავოცდი და მალამოს რეცეპტი ვთხოვე", - გვწერს 'მკურნალი.გე"-ს მკითხველი და მალამოს რეცეპტს გვიზიარებს:

• აიღეთ 50 გრამი კურდღლის ქონი, 5 გრამი ფუტკრის ფიჭა და 20 გრამი კრაზანას ყვავილი, აურიეთ ერთმანეთში და შემოდგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, ვიდრე არ გასქელდება. გააცივეთ და დღეში ორჯერ წაისვით ინფიცირებულ ადგილზე. მალამო რამდენიმე დღეში ამწიფებს ჩირქგროვას და იგი თავისთავად, ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე იხსნება.

როცა ჩირქგროვა გაიხსნება, უნდა მოისუფთაოთ რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით, მერე კი ბოლომდე მოსაშუშებლად მტკივანი ადგილები კრაზანას ნაყენით ჩამოიბანოთ.

• ნაყენის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხათ 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, ადუღოთ 2-3 წუთი, შემდეგ გააცივოთ და გამოიყენოთ.

• ჩირქგროვის მომწიფების დასაჩქარებლად კარგი ყოფილა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1 სადილის კოვზი ალოეს ფაფის მიღება: აიღეთ 200 გრამი მცენარის მწვანე ფოთოლი, მოაცილეთ ეკლები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელსაც უნდა დაამატოთ 400 გრამი თაფლი და ამდენივე ნატურალური წითელი ღვინო, შემოდგათ წყლის ორთქლზე და 1 საათი ხარშოთ. რომ გაცივდება, აუცილებლად გაწურეთ რამდენიმეკეც დოლბანდში და წამალიც მზად არის. უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, თითო სადილის კოვზი.