#შვილებისათვის - "ოჯახის მკურნალის" საშემოდგომო კამპანია და უფასო სამედიცინო შემოწმების აქცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

#შვილებისათვის - "ოჯახის მკურნალის" საშემოდგომო კამპანია და უფასო სამედიცინო შემოწმების აქცია

განხორციელებული ღონისძიების შესახებ გვესაუბრება ჟურნალის ბრენდ-მენეჯერი თაკო ახვლედიანი:

ოჯახის მკურნალის ორგანიზებით, 18 და 19 ნოემერს ჩატარდა სამედიცინო შემოწმების უფასო აქცია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ახლოვდება ზამთრის სეზონი, რასაც თან მოაქვს გაციება, ვირუსები, ყელ-ყურ-ცხვირთან თუ ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები, გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა აქცია, რომელიც მოიცავდა გლანდების, ბრონქების, ფილტვების, ყელ-ყურ-ცხვირის პროფილაქტიკურ შემოწმებას, აგრეთვე აქციის ფარგლებში შემოწმდა ბავშვთა ფიზიკური განვითარების პარამეტრები - წონა და სიმაღლე ასაკის შესაბამისად.

სად ჩატარდა და ვინ იღებდა ამ აქციაში მონაწილეობას?

ზემოთ აღნიშნული აქცია ჩატარდა სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ხელმძღვანელობას, ასევე "ოჯახის მკურნალის" მხარდამჭერი იყო "პედიატრიული პრივატ კლინიკა".

სწორედ ამ კლინიკის 7 ექიმი 2 დღის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა. მათ ამ ხნის მანძილზე 80-მდე ბავშვის შემოწმება მოახერხეს. იმ ბავშვებს, რომელთაც სჭირდებოდათ დამატებითი, უფრო სიღრმისეული კონსულტაცია ექიმთან, გადასცეს უფასო ვიზიტის ვაუჩერები, რომლებსაც ერთი თვის განმავლობაში გამოიყენებენ.

mkurnali.ge

როგორი იყო მშობელთა აქტიურობა?

აქციაში ჩართულ პაციანტთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, მშობლებმა მოიყვანეს როგორც ახალშობილები, ასევე 18 წლამდე მოზარდებიც. როგორც უკვე აღვნიშნე, აქციის ფარგლებში სულ 80-მდე პაციენტი შემოწმდა. მონაწილეების თქმით, ღონისძიება საკმაოდ პროდუქტიული, ამომწურავი და სასარგებლო გამოვიდა.

როგორ შეაფასებთ მთლიანად სამივე აქციას?

"ოჯახის მკურნალმა" კამპანია #შვილებისათვის სექტემბრის თვიდან დაიწყო. შევეცადეთ, მთელი შემოდგომის განმავლობაში მაქსიმალური რესურსებით ბევრი საჭირო ინფორმაცია მიგვეწოდებინა მშობლებისათვის მათი შვილების ჯანმრთელობის და აღზრდა-განვითარების შესახებ. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში გაგვიჩნდა სურვილი, კლინიკებისა და უშუალოდ ექიმების მხარდაჭერით დაგვეგეგმა რამდენიმე უფასო ღონისძიება ბავშვებისათვის, რაც მცირედით მაინც დაეხმარებოდა მშობლებს, შვილების შემოწმებასა და რაიმე პრობლემის შემთხვევაში მკურნალობის სწორი გზის არჩევაში. თითოეული აქცია მოიცავდა ყველაზე აქტუალურ პრობლემებს ბავშვებსა და მოზარდებში.

პირველად აქცია სექტემბრის თვეში, თბილისი მოლში ჩავატარეთ და პატარებს მანანა შეროზიას ოფთალმოლოგიური კლინიკის დახმარებით მხედველობა შევუმოწმეთ.

mkurnali.ge

მეორე აქცია ოქტომბერში დაიგეგმა და მოიცავდა ხერხემლის შემოწმებას. ამ ეტაპზე მხარდაჭერა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა გაგვიწიეს.

მინდა ავღნიშნო, რომ სამივე აქციამ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა და, რაც მთავარია, ჩვენი თავდაპირველი მიზანი განხორციელდა.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს, რომ ასე ორგანიზებულად დაგვიდგნენ გვერდში და არ დაზოგეს საკუთარი შესაძლებლობები ამ უანგარო საქმის გასაკეთებლად.

"ოჯახის მკურნალი" აუცილებლად გააგრძელებს მსგავს ღონისძიებებს და იმედი გვაქვს, არა ერთხელ დავეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.