ლეილა აბაშიძე თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლეილა აბაშიძე თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული

ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ლეილა აბაშიძე კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, თუმცა, ბოლო ორი დღეა მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

88 წლის მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, AMBEBI.GE ოქიტაშვილს დაუკავშირდა:

"ახლა დავბრუნდი კლინიკიდან. ქალბატონი ლეილა რამდენიმე დღეა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ტვინში აქვს გაჟონვა. დღეს, 16:00 საათზე შეიკრიბება კონსილიუმი - ექიმებს უნდათ, ოჯახის წევრებთან ერთად, მკურნალობის შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით (თავში კათეტერს ჩაუყენებენ) მოითათბირონ. მისი მდგომარეობა მძიმე და რთულია, თუმცა ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გამოიყვანონ ქალბატონი ლეილა მდგომარეობიდან. ამჟამად მსახიობი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ის ადეკვატურია, რეაგირებს საუბარზე" - გვითხრა დავით ოქიტაშვილმა.