როგორ გავკაჟდეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავკაჟდეთ

ზოგიერთ ოჯახში კი - მხოლოდ ერთი-ორი კაცი. ეს აშკარა საბუთია იმისა, რომ გაკაჟებულ ორგანიზმს გრიპის ვირუსი ვერაფერს აკლებს. ხანგრძლივი ძიების შემდეგ, როგორც იქნა, მივაგენი რამდენიმე საშუალებას, რომელიც ზამთრისპირზე ორგანიზმს აკაჟებს. დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ მათ რეცეპტებს", - გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი.

  • ნახევარი ლიმონი კანიანად დაჭერით წვრილად და ნახევარლიტრიან ქილაში ჩაყარეთ, დაამატეთ 2-3 კბილი დანაყილი ნიორი და დაასხით ანადუღარი თბილი წყალი. ქილა 4 დღით დადგით სიბნელეში, შემდეგ კი მაცივარში მოათავსეთ. ეს ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ, უზმოზე, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 1 სადილის კოვზი. არ დაგავიწყდეთ - მიღებამდე ქილას კარგად უნდა ამოურიოთ.

  • აიღეთ 2 სადილის კოვზი მანანის ბურღული, დაასხით 1 ლიტრი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთს, შეფუთეთ და დადგით მთელი ღამის განმავლობაში. დილით ნარევი გაფილტრეთ და ჩაისავით დალიეთ. სვით წყლის მაგივრადაც, როცა მოგწყურდებათ. მკურნალობის სრული კურსი 2 თვეა, თუმცა ორკვირიანი შესვენების შემდეგ მისი განმეორება შეგიძლიათ.

  • 2 წილი წითელი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი უნდა დააქუცმაცოთ და კარგად აურიოთ ერთმანეთში. 4 ჩაის კოვზ ნარევს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 3-4 საათს გააჩეროთ. შემდეგ ნაყენი უნდა გაფილტროთ, გაყოთ 4 ტოლ ნაწილად და მიიღოთ დღეში 4-ჯერ, თითო მიღებაზე - თითო ულუფა.

  • ძალიან შედეგიანია ნაძვის წიწვებისგან მომზადებული წამალი. აიღეთ 4 ჭიქა წიწვი და დაასხით 3 ჭიქა ანადუღარი გაგრილებული წყალი, დაამატეთ დაამატეთ 1 ჩაის კოვზი 3%-იანი მარილმჟავას ხსნარი. დააყენეთ სიბნელეში, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ. შეგიძლიათ, ოდნავ დაატკბოთ შაქრით.

რეზო ტყეშელაშვილი, სოფელი ბზვანი