ქათმის პაშტეტი - ვისთვის არის აუცილებელი ეს პროდუქტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქათმის პაშტეტი - ვისთვის არის აუცილებელი ეს პროდუქტი

ღვიძლი მდიდარია ცილებით, მასში შემავალ მინერალებსა და ვიტამინებს კი ადვილად ასათვისებელი ფორმა აქვს. ამიტომ არის, რომ მედიკოსები და დიეტოლოგები დაჟინებით ურჩევენ ქრონიკულად მოავადეებს კვების რაციონში აუცილებლად ჩართონ ეს პროდუქტი.

თუ ღვიძლს სწორად მოამზადებთ და სხვა თავსებად პროდუქტებთან ერთად მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმი ნორმალური ცხოველმყოფელობისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას მიიღებს. ღვიძლი სასარგებლოა ათეროსკლეროზითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ბავშვებისა და ორსულებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც თრომბოზისადმი მიდრეკილება და, საზოგადოდ, სისხლის შედედების დარღვევები აღენიშნება.

ქათმის ღვიძლი ღორისაზე კალორიულია (100 გრამი 140 კილოკალორიას შეიცავს), თუმცა მას უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ქათმის ღვიძლი მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით, ფოლიუმის მჟავათი და A ვიტამინით, ამიტომ ძალზე სასარგებლოა ბავშვებისა და ორსულებისთვის.

ღვიძლის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ფერსა და ფაქტურას. ახალი ღვიძლი გლუვია, ბაცი ყავისფერი ან ღია მოწითალო, გაჭრილი ზედაპირი კი მოწითალო-ყავისფერი ან ყავისფერი აქვს. ღვიძლს უმეტესად წვავენ, თანაც არასწორად, ამიტომაც ბევრს ის არ უყვარს. სწორად შემწვარი ღვიძლი გემრიელი, არომატული და ნაზია. კარგად გარეცხილ საქონლის ან ღორის ღვიძლს აპკი უნდა მოაცილოთ, ერთი სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად დაჭრათ, დააყაროთ ცოტაოდენი სოდა და ერთი საათი გააჩეროთ, მერე გამდინარე წყალში კარგად გარეცხოთ, გემოვნებისამებრ მოაყაროთ მარილი, წიწაკა და სანელებლები, ფქვილში ამოავლოთ, გავარვარებულ ტაფაზე დადოთ და ერბოში შეწვათ - დაახლოებით 3-4 წუთი თითოეულ მხარეს. ამ რეცეპტით შემწვარ ღვიძლს უხდება კარტოფილის პიურე, ბრინჯი, პომიდვრის სოუსი, თუმცა გარნირად ყველაფერს სჯობია ახალდაჭრილი მწვანილი და უცხიმო არაჟანი, სალათის ფურცლები, კიტრი, ყაბაყი, ბროკოლი. მათთან ერთად ღვიძლი უფრო გემრიელიც არის, სასარგებლოც და იოლი მოსანელებელიც. არ არის რეკომენდებული ღვიძლის ჭამა მაკარონთან და ცხიმიან სოუსთან ერთად. ღუმელში შემწვარი ღვიძლი უფრო იოლი ასათვისებელია, ვიდრე ტაფაზე შემწვარი.

ქათმის ღვიძლის პაშტეტი

მასალა

ქათმის ღვიძლი - 500 გრ

ნიორი - 2-3 კბილი

კარაქი - 50 გრ

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

ქათმის ღვიძლი მოხარშეთ. გადაწურეთ (ნახარში შეინახეთ გასათხელებლად), გადაავლეთ წყალი და დააბლენდერეთ კარაქთან, ნიორთან, მარილ-პილპილთან და მცირეოდენ თავის ნახარშ წყალთან ერთად. თუ ძალიან მშრალი გამოვა, ნახარში კიდევ დაამატეთ. უგემრიელესი პაშტეტი მზადაა! თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ თითო-თითო მოხარშული კვერცხი და სტაფილო. ორივენაირად გემრიელი და რაც მთავარია, სასარგებლოა!

თამარ ნეფარიძე

ღვიძლი - მისი სასარგებლო თვისებები და მომზადება