დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები „პალიტრა მედიის“ თანამშრომლებისთვის იმუნიზაციის აქციას ჩაატარებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები „პალიტრა მედიის“ თანამშრომლებისთვის იმუნიზაციის აქციას ჩაატარებენ

სპეციალისტები, „პალიტრა მედიის“ თანამშრომლებისთვის იმუნიზაციის აქციას ჩაატარებენ.

ხვალ, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, „პალიტრა მედია“ ჰოლდინგის სათაო ოფისის მე-3 სართულზე, ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება ექნება რომ წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინაცია ჩაიტაროს. ვაქცინაციის გარდა მსურველებს C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებაც შეეძლებათ.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 2017 წლის აგვისტოდან - 2018 წელს 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში წითელას 102 შემთხვევა უკვე აღირიცხა, მათ შორის 86 შემთხვევა აჭარაშია დაფიქსირებული. შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფზე, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი -19,5%.

წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით.

წითელა ყველაზე ადვილად გადამდები დაავადებაა რაც კი არსებობს მსოფლიოში. ვაქცინა ძალზე უსაფრთხო და ეფექტურია - ორი დოზის მიღების შემდეგ დამცველობითი ეფექტი 97% -ს აღწევს, ერთი დოზის მიღების შემთხვევაში - 93%-ს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, გარდა უფასო კომბინირებული ვაქცინაციისა, C ჰეპატიტის მობილური მანქანა-ლაბორატორია განთავსდება პალიტრა მედიის ეზოში და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ჩაიტაროს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგიც.