ექინაცეა - უნიკალური მკურნალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექინაცეა - უნიკალური მკურნალი

სამკურნალო მიზნით გამოიყენება ექანაცეის როგორც ყვავილი, ასევე ფოთოლი და ფესვი.

შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

ექინაცეის იმუნომოდულაციურ თვისებას მის შემადგენლობაში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სიმრავლე განაპირობებს. ეს ნივთიერებებია პოლისაქარიდები, ეთერზეთები, გლიკოზიდები, საპონინები, ფისი, ორგანული მჟავები (მათ შორის - პოლიუჯერიც), ალკალოიდები, ფიტოსტერინები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფენოლის მჟავები, რომლებსაც ანტისეპტიკური თვისებები აქვს, პოლიენები - ნივთიერებები, რომლებიც მრავალი სახის სოკოს ანადგურებს და სხვ.

ექინაცეის ფესვები მდიდარია გლუკოზით, ინულინით, ცხიმებითა და ეთერზეთებით, ფისით, ნივთიერება ბეტაინით, რომელიც აფერხებს ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას, ფენოლკარბონის მჟავათი, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და აქვს შარდმდენი მოქმედების უნარი. მცენარის ყველა ნაწილში უხვად არის მინერალური ნივთიერებები, მათ შორის - ის იშვიათი მინერალებიც, რომელთა ნორმას საკვებიდან ვერ ვიღებთ და ამიტომ ხშირად აკლია ჩვენს ორგანიზმს. ესენია კალციუმი, კალიუმი, სელენი, მანგანუმი, თუთია, მოლიბდენი, ვერცხლი, ქლორი, რკინა, მაგნიუმი, ბერილიუმი და სხვ.

ექინაცეას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიალერგიული, ანტირევმატული, სოკოს საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური მოქმედება.

სამკურნალო ეფექტი

ექინაცეის პრეპარატების დანიშვნა შეიძლება არა მხოლოდ მოზრდილთათვის, არამედ ბავშვებისთვისაც 2-3 წლიდან გაციების, გრიპის, შარდის ბუშტის ანთების, კანის პათოლოგიების, მონონუკლეოზის, ღვიძლის დაავადებების დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა ის ქიმიურ ნივთიერებათა - პესტიციდების, ფუნგიციდების, მძიმე მეტალების - მავნე ზემოქმედების, სხივური და ქიმიოთერპიის, აგრეთვე ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომ პერიოდში. ექინაცეის ნახარშის საფენებს იყენებენ სტრეპტოკოკული ინფექციის, გველის ნაკბენისა და ფსორიაზის დროს.

ექინაცეა, გარდა იმისა, რომ აძლიერებს იმუნიტეტს, ზოგიერთ ბაქტერიასა და ვირუსსაც ანადგურებს. მისი ექსტრაქტი (გამონაწვლილი) აფერხებს სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, ნაწლავის ჩხირის, ჰერპესვირუსისა და გრიპის გამომწვევი ვირუსების გამრავლებას. ამ თვისების გამო ექინაცეა უნიკალურ ბუნებრივ ანტიბიოტიკად არის მიჩნეული. მისი პრეპარატებით მკურნალობა შედეგიანია გინეკოლოგიური დაავადებების, პროსტატიტის (წინამდებარე ჯირკვლის - პროსტატის - ანთების), პოლიართრიტის, ოსტეომიელიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს.

ექინაცეის შემადგენლობა და მოქმედება საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, თუმცა არა ბოლომდე. ყველაზე მეტად ცნობილია მასში შემავალი პოლისაქარიდების - სახამებლის, ცელულოზის, ჰემიცელულოზას, ინულინისა და პექტინის მოქმედება. ისინი ასტიმულირებენ T-ლიმფოციტების გამომუშავებას და ზრდიან ლეიკოციტების აქტივობას, რითაც ეხმარებიან ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში და ქსოვილებს დაზიანებული უჯრედებისგან წმენდენ. ამ ნივთიერებათა წყალობით ჩვენი ორგანიზმი დაცულია ინფექციისგან. სწორედ ამით ვლინდება ექინაცეის იმუნომოდულაციური მოქმედება. იმავდროულად ექინაცეის პოლისაქარიდები აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას (განახლებას), აცხრობს ანთებით პროცესებს, ამცირებს ტკივილს. კოფეინის მჟავას გლიკოზიდების წყალობით ექინაცეა ხელს უწყობს ორგანიზმის გამოჯანმრთელებას. კოფეინის მჟავა და მისი წარმოებულები, საზოგადოდ, მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით გამოირჩევა - მათ ანტიოქსიდანტურ მოქმედებასთან ერთად ანტიკანცეროგენული ეფექტიც აქვთ, აფერხებენ მეტასტაზების განვითარებას, ანადგურებენ სოკოებს, ამცირებენ ორგანიზმში ტოქსინების დონეს. ექინაცეაში შემავალი ინულინი ანადგურებს ვირუსებს და ააქტიურებს ლეიკოციტებს.

ხალხური რეცეპტები

ექინაცეას სამკურნალოდ სხვადასხვა სახით იყენებენ. მისი ნაყენი ეფექტურია გრიპის, გაციებისა და სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს, ასევე - ანტიბიოტიკებით მკურნალობის, ოპერაციის და მძიმე დაავადებათა გადატანის შემდგომ პერიოდში.

ნაყენის მომზადების წესი: აიღეთ ექინაცეის ახალდაკრეფილი ყვავილები (3 ცალი) ან წვრილად დაკუწული ფესვი და ფოთოლი (2 ჩაის კოვზი), დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, 40 წუთი გააჩერეთ და გადაწურეთ. პროფილაქტიკის მიზნით მიიღეთ დღეში ერთი ჩაის ჭიქა, შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში კი დღეში სამჯერ იმავე დოზით.

სასარგებლოა ექინაცეის ნახარში. მას შეშუპების, თავისა და სახსრების ტკივილის დროს იყენებენ. კარგია კუჭის წყლულის დროსაც. გარდა ამისა, აუმჯობესებს მხედველობას, მადას, აწესრიგებს არტერიულ წნევას, აქვს ზოგადმატონიზებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტი.

ნახარშის მოსამზადებლად ახალდაკრეფილ ან გამომშრალ ფოთლებს (1 ჩაის კოვზს) უნდა დაასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 30 წუთის განმავლობაში გააცხელოთ ორთქლის აბაზანაში, შემდეგ შეგრილებამდე გააჩეროთ, გადაწუროთ და მიიღოთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, 1/3 ჭიქა. ექინაცეის ნაყენი განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთარში. ის ამაღლებს იმუნიტეტს, ასტიმულირებს ფიზიკურ აქტივობას, ხსნის დაღლილობას. აიღეთ მცენარის ახალდაკრეფილი ან გამომშრალი ყვავილები (30 გრამი), ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ 4-5 საათით გააჩერეთ სითბოში, რათა სასარგებლო ნივთიერებათა კონცენტრაციამ მაქსიმუმს მიაღწიოს. ნაყენი გადაწურეთ, გემოვნებისამებრ დაამატეთ შაქარი ან თაფლი და მიიღეთ დღეში სამჯერ ნახევარი ჭიქა.