უნდა აბანაოთ თუ არა ბავშვი ჩუტყვავილას დროს და რატომ იკრძალება მისი სასეირნოდ გაყვანა - პედიატრის განმარტება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უნდა აბანაოთ თუ არა ბავშვი ჩუტყვავილას დროს და რატომ იკრძალება მისი სასეირნოდ გაყვანა - პედიატრის განმარტება

რომ აღნიშნული ვირუსული ინფექციური დაავადება მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება, თუმცა ციკლურად მატულობს და ჩუტყვავილას შემთხვევები ამ სეზონზე ყოველთვის ბევრია. უწყებაში ამბობენ, რომ წელს დაავადების შემთხვევების განსაკუთრებული მატება არ აღინიშნება.

დაავადების თავიდან არიდების საუკეთესო პრევენცია ვაქცინაციაა, თუმცა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გეგმიური აცრების სიაში არ შედის და ვაქცინის შეძენა სხვადასხვა კერძო კლინიკაშია შესაძლებელი. ვაქცინა საკმაოდ ძვირი ღირს - კლინიკების ნაწილში მისი ღირებულება 200 ლარია.

როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვს, თუ ჩუტყვავილათი დაავადდება, უნდა ვაბანაოთ თუ არა ყოველდღიურად და გავასეირნოთ თუ არა ეზოში - AMBEBI.GE-ს კითხვებს პედიატრმა, ექიმმა-ინფექციონისტმა თინათინ ქორიძემ უპასუხა:

"კანის და პირის ღრუს ჰიგიენა არის უმთავრესი. ბავშვი აუცილებლად უნდა ვაბანაოთ, თუმცა არა ღრუბლით, რომ გამონაყარი მექანიკურად არ დავაზიანოთ. ბავშვს უნდა გადავავლოთ ქაფიანი წყალი და შემდეგ წყლით მოვაშოროთ ქაფი, თუმცა არა შხაპის საშუალებით, არამედ - ტოლჩით დავასხათ წყალი, რომ ბუშტუკები არ დაზიანდეს.

რაც შეეხება გამონაყარს - ბუშტუკები, ანუ შიგთავსიანი, სითხიანი გამონაყარი უნდა დავამუშავოთ ბრილიანტის მწვანით. მხოლოდ ბუშტუკი და არა თვითონ პირველადი ელემენტი, რომელიც სიწითლის სახით ჩნდება კანზე.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გამონაყარი არ მოიქავოს ბავშვმა, ექიმის რეკომენდაციით უნდა მივცეთ საჭირო დასამშვიდებელი საშუალებები, რომ ქავილის შეგრძნება შევამციროთ," - ამბობს თინათინ ქორიძე.

რაც შეეხება ჩუტყვავილათი დაავადებული ბავშვის ჰაერზე გასეირნებას, პედიატრი აცხადებს, რომ მისი გარეთ გაყვანა კატეგორიულად არ შეიძლება.

"პირველი 7 დღე, როდესაც გამონაყარის აქტიური პერიოდია, ეპიდემიოლოგიურად საშიშროებას წარმოადგენს გარშემომყოფთათვის. როგორც კი შეწყდება გამონაყარი, დაავადება მისგან აღარავის გადაედება, თუმცა ახლა უკვე თავად ბავშვისთვის წარმოადგენს ხალხმრავალი ადგილები საფრთხეს, რადგან იმუნიტეტი დასუსტებული აქვს და სხვა ტიპის ვირუსის თანდართვა შესაძლოა, მოხდეს", - განმარტავს პედიატრი.

განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა და მისი გართულებები - რას გვირჩევს ინფექციონისტი თინათინ ქორიძე