10 რამ, რაც შეგვიძლია ჩვენი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის გავაკეთოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 რამ, რაც შეგვიძლია ჩვენი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის გავაკეთოთ

არსებობს ფაქტორები, რომელთა მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენითა და დაკვირვებით, შეგვიძლია ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და შევამციროთ მავნე ზეგავლენა გარემოზე. აი რა შეგვიძლია გავაკეთოთ რიგითმა მოქალაქეებმა ეკოლოგიისა და ჯანმრთელობისთვის:

1. ტექნიკურად გამართული ავტომობილებით ვიმოძრაოთ და მაღალი ხარისხის საწვავი ჩავასხათ. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში, სადაც ავტომობილების სავალდებული ტექნიკური დათვალიერება არ ხორციელდება. ამ კუთხით მოქალაქეების პასუხისმგებლობა კი, საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, ვიღებთ სურათს, სადაც ავტოპარკის დიდი ნაწილი გაუმართავი და პრობლემურია. შედეგად კი გარემოს განუსაზღვრელ ზიანს ვაყენებთ, ხოლო საკუთარ ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს ვუქმნით.

2. მოვიხმაროთ ეკოლოგიურად სუფთა სარეცხი და საწმენდი საშუალებები. შეძენამდე კარგად დავათვალიეროთ შეფუთვა. ვიპოვოთ მასზე ეკოლოგიურობის ნიშნები და წავიკითხოთ შემადგენლობა. საწმენდი და სარეცხი საშუალებები არ უნდა შეიცავდნენ ფოსფატებს, ფოსფონატებს, ბორატებს, ფორმალდეჰიდს, ჰალოგენირებულ ორგანულ ნაერთებს და უამრავ სხვა მავნე ქიმიკატს, რომლებიც უარყოფითან მოქმედებენ ადამიანსა და ბუნებაზე. უმჯობესია უპირატესობა მივანიჭოთ გერმანულ მწვანე პროდუქციას.

3. შევარჩიოთ პროდუქტი, რომელსაც ექნება ბიოდეგრადირებადი შეფუთვა. პლასტმასის შეფუთვა დიდ ზიანს აყენებს გარემოს. ჩვეულებრივი შეფუთვა ნიადაგში მოხვედრიდან 400-500 წლის განმავლობაში იშლება და ამასთან ერთად, დაშლის პროცესში მავნე ნივთიერებებსაც გამოყოფს. მაშინ როდესაც, ბიოდეგრადირებადი შეფუთვის დაშლას სულ რამდენიმე თვე სჭირდება.

4. არ დავყაროთ ნაგავი, რომლის გადამუშვებაც ბუნებას უჭირს. საქართველოში ხშირად ნახავთ, პოლიეთილენის პარკებით მორთულ ”ნატვრის ხეებს”. ეს ერთი შეხედვით განსაკუთრებულ პრობლემად არ მოიაზრება, თუმცა რეალურად გარემოს დიდ ზიანს აყენებს.

5. არ გამოვიყენოთ აეროზოლიანი ჰაერის არომატიზატორები. აეროზოლიანი ჰაერის არომატიზატორები შეიცავენ ფტალატის მჟავას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ჰაერის ხარისხზე, ბავშვებსა და ორსულებზე. შესაძლოა გამოიწვიონ ნაყოფის ანომალიები და ჰორმონალური პრობლემები. უმჯობესია თუ სხვა ალტერნატიულ საშუალებას მოვძებნით ჰაერის გაჯანსაღებისთვის, როგორიცაა მაგალითად ჩხირებიანი არომატიზატორები, რომლებიც არ შეიცავენ ზემოთ აღნიშნულ მჟავას, ბუნებრივი ყვავილები ან თუნდაც ოთახის ხშირი განიავება.

6. არ შეინახოთ პლასტმასის ბოთლები. მოერიდეთ პლასტმასის ბოთლების დიდი რაოდენობით დაგროვებას. ეცადეთ ჩაანაცვლოთ მინის ბოთლებით. თუ მაინც გჭირდებათ პლასტმასის ბოთლები, მაშინ ყურადღება მიაქციეთ მის ქვეშ წარწერას. PET ან PETE წარწერიანი ბოთლები მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისას არის უსაფრთხო. მათი რამდენჯერმე გამოყენება არ შეიძლება. რეგულარული გამოყენებისთვის უსაფრთხოა ისეთი პლასტმასის შეფუთვები, რომლებსაც აქვს აღნიშვნა HDPE, LDPE, PP.

7. არ გამოვიყენოთ პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ქაფს წარმოქმნის. სარეცხი და საწმენდი საშუალებები, რომლებიც დიდი რაოდენობით წარმოქმნის ქაფს უარყოფითად მოქმედებს გარემოზე და ადამიანის კანზე. დიდი რაოდენობით ქაფი აშრობს კანს და იწვევს აქერცვლას. გარდა ამისა, ქაფი სულაც არ ნიშნავს წმენდის ხარისხს. ის რეალურად მხოლოდ ესთეტიურობისთვის არსებობს და ზოგიერთ შემთხვევაში პირიქით, შესაძლოა ხელიც კი შეუშალოს რეცხვის პროცესს. გარდა ამისა, მეტი ქაფი ნიშნავს იმასაც, რომ უფრო რთულია ზედაპირიდან ნივთიერების მოშორება და კარგად გავლება სჭირდება.

8. არ დავაბინძუროთ წყალი მავნე ქიმიური საშუალებებით. როდესაც რეგულარულად მოვიხმართ მავნე ქიმიურ საშუალებებს ამით საკუთარი თავის გარდა გარემოსაც ვაზიანებთ, განსაკუთრებით დიდი წვლილი კი წყლის დაბინძურებაში შეგვაქვს. საწმენდი და სარეცხი საშუალებები კანალიზაციის საშუალებით მდინარეებსა და ზღვებში ჩაედინება, რაც საბოლოოდ ისევ ჩვენ გვიბრუნდება სასმელი წყლის სახით. ამიტომ, ასეთი საშუალებების შეძენისას ყურადღება გვმართებს. საფრთხის თავიდან ასაცილებლად არჩევანი ეკოლოგიურ პროდუქციაზე უნდა გავაკეთოთ.

9. ყურადღება მივაქციოთ ანტიალერგიულობას. ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას უმჯობესია არჩევანი ანტიალერგიულ საშუალებებზე გავაკეთოთ. ასეთი პროდუქტები უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც და გარემოსთვისაც.

10. არ მოვჭრათ ხეები და ვიზრუნოთ მათ გამრავლებაზე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტიც რომ ზედმიწევნით დავიცვათ, საუკეთესო შედეგის მიღწევა მწვანე საფარის გარეშე გაგვიჭირდება. 7 ხეს შეუძლია იმდენი ჟანგბადი გამოიმუშაოს, რაც ერთ ადამიანს სჭირდება ერთი წლის განმავლობაში. ასე რომ, თითოეულ ხეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.