რუსი მეცნიერები გრიპისა და ტკიპისმიერი ენცეფალიტის ახალ ვაქცინაზე მუშაობენ
როგორც აღნიშნული უნივერსიტეტის ბუნებრივ მეცნიერებათა სკოლის ბიოქიმიის, მიკრობიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების კათედრის პროფესორი ნინა სანინა აღნიშნავს,ტუბულარული (მილაკოვანი) იმუნომასტიმულირებელი კომპლექსები ტრადიციულ ვაქცინებზე მეტად უსაფრთხოა. განსაკუთრებულ თვისებებს მათ ზღვის არსებათა ბიოლოგიურად აქტიური შენაერთები ანიჭებს.
მაგალითად, გლიკოლიპიდი წყალმცენარეებიდან შეიცავს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დიდ რაოდენობას. აღნიშნული კომპლექსები ასტიმულირებს უჯრედულ და ჰუმორულ იმუნიტეტს. ჩატარებული კვლევები მიმართულია შორეულ აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებული საშიში დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა ტკიპისმიერი ენცეფალიტი,გრიპი და სხვ.ამ მეცნიერული შრომის შედეგები გამოქვეყნებულია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში BioMed Research International.
თინათინ გოცაძე