მამა არ ჰყავთ, დედამ მიატოვა და სხვასთან წავიდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამა არ ჰყავთ, დედამ მიატოვა და სხვასთან წავიდა

წართმეული პატარების შესახებ გვესაუბრება.

მთიულიშვილის თქმით, ბავშვები მთელი დღის განმავლობაში მარტო იმყოფებიან სახლში, სანამ მათი ბებია სამუშაოდან არ დაბრუნდება.

ირმა მთიულიშვილი დედებს მოუწოდებს, რომ არ მიატოვონ შვილები და ყურადღება მიაქციონ მათ:

,,ამას ჰქვია წართმეული ბავშვობა. ბავშვებს მამა არ ჰყავთ. დედამ ბებიასთან დატოვა, წავიდა - სხვა ოჯახი შექმნა და შვილები საკუთარ დედას დაუტოვა. ორი და სამი წლის ბიჭები და მესამეკლასელი გოგონა - ბებიის ანაბარად ცხოვრობენ. ჩვენს წასვლამდე მეზობელს დავურეკე და თურმე ბავშვები ბაღში არ ყოფილან, წინა დღით დარეცხილ რეიტუზები, რომლების გამოსაცვლელიც არ აქვთ, ვერ გააშრეს, რადგან შეშა არ ჰქონდათ. ბებია შეშის მოსაგროვებლად იყო წასული და პატარები მესამეკლასელ ბავშვს ჰყავდა ჩაბარებული.

შეშის ღუმელი სადაც უდგათ, შეშა გამოლევიათ და ჩვენს ასვლამდე გათბობაც ვერ მოესწრო ლიანდაგებზე მოგროვილი ფიჩხებით დანთებულ ღუმელს. შესასვლელში ურიკა და სველი ფიჩხი იყო, სახლი საკმაოდ ღარიბული და დაკრიალებული. უამრავ ოჯახს დავეხმარეთ და პირადად მე ამ ოჯახიდან შოკირებული წამოვედი. ბებია მთელი ზაფხული ბარვაზე და თოხნაზე დადიოდა რომ ბავშვებისთვის წვნიანი მაინც გაეკეთებინა.

იმ ერთი ოთახიდან პირდაპირ აივანზე გასასვლელი კარია, რომელიც ერთი ხელის მირტყმით იღება, უმოაჯირო აივანია და ამ პაწაწუნებმა იცია,ნ რომ არ უნდა მიეკარონ და მთელი დღე ასე მარტო არიან. ოთახის იატაკი ცემენტმოსხმულია და აქა-იქ ისეთი ღრმულებია, უნდა დაიზეპირო, რომ არსად ჩავარდე, არ ვიცი, ეს პატარები თავის თავს თვითონ ზრდიან და ერთმანეთზე აკრულები არიან.

mkurnali.ge

ალბათ სიცივე და შიში ერთდროულად აჟრიალებთ, სითბო კი ყველანაირი აკლიათ.

ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტების ორგანიზაციამ "ქართველნი" კიდევ ერთი აქცია ჩაატარა - მათ გორის რაიონში, სოფელ ვარიანში, პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი და ტკბილეული მიიტანეს. დღეს ორ ოჯახს დაეხმარნენ და პირადად მე შეძრული ვარ, ხალხი რა პირობებში ცხოვრობს და ზრდიან შვილებს. დედებო, თქვენი შვილები ზურგზე მოიკიდეთ, არსად დატოვოთ ღვთის ანაბარა.

ნუ წაართმევთ იმ ბავშვებს ბავშვობას რომელიც თქვენი სისხლი და ხორცია. ჩვენ კი ამ პატარების სანტები ვიქნებით 2018 წლის დამდგომს" - წერს მთიულიშვილი