ფაგები - ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის უსაფრთხო, ეფექტური, ბუნებრივი საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფაგები - ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის უსაფრთხო, ეფექტური, ბუნებრივი საშუალება

მათ შორის რეზისტენტული ბაქტერიების განადგურება, რომელთა დამარცხებას ანტიბიოტიკებიც კი ვეღარ ახერხებენ. ფაგები ამას უპრეცედენტო უსაფრთხოებით ასრულებენ ისე, რომ გარდა მავნე ბაქტერიებისა, სხვას არაფერს აზიანებენ. რასაც ვერ ვიტყვით სხვა ქიმიურ პრეპარატებზე, მათ შორის ანტიბიოტიკებზე, რომელთა გამოყენებასაც მრავლობითი უკუჩვენებები და არასასურველი გვერდითი მოვლენები ახლავს თან.

ფაგების დანიშნულებასა და გამოყენების გზებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ყარამან ფაღავა

ბატონო ყარამან,ზამთრის დადგომისთანავე, ხშირდება მწვავე ვირუსული და მათზე თანდართული ბაქტერიული ინფექციები. ზოგჯერ, ბავშვის სხეულის ტემპერატურის აწევისას, მშობლები თვითნებურად იწყებენ ანტიბიოტიკების მიცემას, რაც მომავალში რეზისტენტობის ჩამოყალიბების საწინდარია. არსებობს კი რაიმე საშუალება, რომ არ დავბრუნდეთ ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე არსებულ ხანაში?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ჩვენ შეიძლება გარკვეულ პერიოდში დავბრუნდეთ იმ ეპოქაში, როდესაც ანტიბიოტიკები არ იყო და უმცირესი ზომის ჭრილობაც კი საბედისწერო აღმოჩნდეს.

ანტიბიოტიკებმა თავის დროზე რევოლუცია მოახდინა, ახლაც ძალიან მნიშვნელოვანი და მძლავრი საშუალებაა ექიმების არსენალში. თუმცა, დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ სულ უფრო მატულობს ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების გამძლეობა, რეზისტენტობა. აღსანიშნავია გვერდითი მოვლენებიც: ზოგადი ინტოქსიკაცია,ღვიძლისა და თირკმლების დაზიანება, ძვლის ტვინის დათრგუნვა, ალერგია, ფაღარათი, დისბაქტერიოზი, სოკოვანი დაავადებების განვითარება და ა.შ.

mkurnali.geრა უნდა გავაკეთოთ?

მთავარია ანტიბიოტიკები დავნიშნოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის საჭიროა. ტემპერატურის ყოველი მომატება არ არის ანტიბიოტიკის ჩვენება. პაციენტმა იგი უნდა მიიღოს სრული დოზითა და ვადით, არ შეიძლება მისი ნაადრევი შეწყვეტა- მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე.

მეორე, პერსპექტივაში უფრო კარგი გზა, ალტერნატიული თერაპიის გამოყენებაა. ზუსტად ასი წლის წინ, კანადელმა მეცნიერმა დერელმა პირველად, პედიატრიაში, დიზენტერიის სამკურნალოდ გამოიყენა ბაქტერიოფაგი.

დღეისათვის მთელი მსოფლიო დაინტერესებულია ფაგებით. თავადაც ვმონაწილეობ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე კვლევებში. გერმანიაში ფაგებზე ჩატარებულ პირველ კონფერენციაზე, გავაკეთეთ კლინიკური მოხსენება, რომელიც შეეხებოდა დიარეების დროს ფაგებით მკურნალობაზე ორმაგი ბრმა მეთოდით ჩატარებულ კვლევას.

ფაგების შესახებ კვლევა და კლინიკური მონაცემები საქართველოში საკმაოდ არსებობს, რასაც საუკუნოვანი გამოცდილება და ტრადიცია ამყარებს. ამაყი ვარ იმით, რომ ეს ერთერთი დარგთაგანია მედიცინაში, რომელშიც მსოფლიო დონეზე ვართ. ახლახან ჩატარდა პედიატრიაში პირველი ქართულ-ჩინური სიმპოზიუმი, სადაც ძალიან დიდი დაინტერესება და მოწონება სწორედ ფაგებზე გაკეთებულმა მოხსენებამ დაიმსახურა.

რამდენად უსაფრთხოა ფაგები და აქაც ხომ არ შეიძლება ჩამოყალიბდეს რეზისტენტობა?

ნებისმიერ წამალზე საუბრისას, მნიშვნელოვანია ეფექტურობა და უსაფრთხოება. მას გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ ახასიათებს. რაც შეეხება რეზისტენტობას ეს ძალიან იშვიათია, რომლის გადალახვაც მარტივია- ერთი სახეობის ფაგის ჩანაცვლება შესაძლებელია მეორეთი.

აბსოლუტური უსაფრთხოების გამო, ფაგების დანიშვნა შეიძლება ბავშვებში ნული ასაკიდან, ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში, ნებისმიერ ასკობრივ ჯგუფში.

ფაგის პრეპარატები შეიცავენ ფაგებს, რომლებიც დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებენ, რითიც საბოლოო ჯამში ამარცხებენ კონკრეტულ დაავადებებს. ფაგების ეფექტურობაზე უამრავი მასალაა დაგროვილი და მათ შორის ჩვენი მონაცემებითაც, იგი წარმატებით გამოიყენება ყელ-ყურ-ცხვირისა და ზედა სასუნთქი გზების (როგორიცაა ანგინა, სინუსიტი) ბრონქიტის, ნაწლავთა აშლილობის, დისბაქტერიოზის, ასევე უროგენიტალური ინფექციების დროს, (ცისტიტი, ურეთრიტი), კანის დაავადებების და სხვა ინფექციების სამკურნალოდ. უპრეცედენტო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გარდა მკურნალობისა, ფაგიო აღნიშნული დაავადებების პრევენციის მიზნითაც გამოიყენება.

ჩვენი კვლევებით, ფაგები მენინგიტების, სეფსისის დროსაც მაღალეფექტურია, ცხადია, ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.

ე.ი. ფაგების გამოყენება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაშიცაა შესაძლებელი?

დიახ, იგი როგორც კომბინაციაში, ასევე მონოთერაპიის სახითაც შეიძლება წარმატებულად გამოვიყენოთ: ტაბლეტის, სითხის, სპრეის, საინჰალაციო ფორმით.

R