ბათუმში, პუშკინის 141-ში, კორპუსიდან ქალი გადმოვარდა
"პუშკინის ქუჩის 141 ნომერში იყო გამოძახება. სასწრაფო დახმარების ბრიგდას დაახლოებით 57 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდა. ის, სავარაუდოდ, მეოთხე სართულიდან გადმოვარდა", – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.
თვითმხილველები აცხადებენ, ქალბატონი ფანჯარას ასუფთავებდა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.