როგორ გავაუმჯობესოთ ბავშვის გონებრივი განვითარება - ექსპერტის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავაუმჯობესოთ ბავშვის გონებრივი განვითარება - ექსპერტის რჩევები

ყველა მშობელს უნდა, ბავშვი იყოს ჯანმრთელი და იმავდროულად, გონიერი, წარმატებული და შესაბამისად, მომავლის პერსპექტივებისთვის რაც შეიძლება მეტად მომზადებული. რა არის ამისათვის საჭირო? ექსპერტები სხვადასხვა რჩევას აძლევენ მშობლებს და უმთავრესი, არის ბევრი სითბო და ყურადღება პატარა ასაკიდან, წიგნების კითხვა პატარისთვის, ნაკლები ტექნიკა, ბევრი ჰაერი და მოძრაობა, საჭირო ნივთიერებებისა და ვიტამინების მიწოდება და რასაკვირველია, სწორი და ჯანსაღი კვება.

ჟურნალ და ვებგვერდ "მკურნალის" მთავარ რედაქტორს, ექიმ-თერაპევტ თამარ მამაცაშვილს ვთხოვეთ ხუთი მთავარი პუნქტი დაესახელებინა მშობლებისთვის, თუ რა არის აუცილებელი ბავშვის სწორი გონებრივი განვითარებისთვის.

mkurnali.ge

მაშ ასე, 5 ტოპ-რჩევა ექსპერტისგან:

• მიეცით ბავშვს ბევრი სიყვარული და ყურადღება.

• ყოველდღიურად გქონდეთ ბავშვთან ურთიერთობა, მასთან ერთად ითამაშეთ, იმღერეთ, ხატეთ. შეისწავლეთ მისი ინტერესები და დაეხმარეთ მას განვითარებაში.

• წაუკითხეთ წიგნები. კვლევების მიხედვით, ბავშვებმა, რომლებსაც მშობლები უკითხავენ, უფრო მეტი სიტყვა იციან, ვიდრე სხვა ბავშვებმა. კითხვა ასევე უხსნის ბავშვებს ცხოვრების ახალ ხედვას ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს შესახებ.

• შეზღუდეთ ტელევიზორთან და კომპიუტერთან ყოფნის დრო 1-2 საათამდე დღეში და გაცილებით მეტი დრო გაატარებინეთ სუფთა ჰაერზე, რაც შეიძლება მეტად აქტიურად.

mkurnali.ge

• უზრუნველყავით კვების ნორმალური რეჟიმი და ჯანსაღი პროდუქტებისგან შედგენილი რაციონი. ბავშვი ყოველდღიურად უნდა იღებდეს ხილს, ბოსტნეულს, რეგულარულად ჩართეთ მენიუში ხორცი, თევზი. მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისათვის A, D, C, B ჯგუფის ვიტამინები, ამიტომ კარგი იქნება, თუ გარკვეული პერიოდულობით, განსაკუთრებით - შემოდგომა-ზამთრის პერიოდში პოლივიტამინს ან ომეგა 3-ს მისცემთ. ასევე იმ პროდუქტებს მისცემთ რეგულარულად, რომლებიც შეიცავს განსაკუთრებით ომეგა3-ს, რომელიც მნიშვნელოვანია გონების განვითარებისთვის - თხილეულს, თევზეულს და ომეგა 3-ით გამდიდრებულ რძის პროდუქტებს.