ხელების დაუბანლობით გამოწვეული დიარეით ყოველდღიურად ხუთიათასი ბავშვი იღუპება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხელების დაუბანლობით გამოწვეული დიარეით ყოველდღიურად ხუთიათასი ბავშვი იღუპება

დაუბანელი ხელით ორგანიზმში ხვდება ისეთი საშიში დაავადებების გამომწვევები, როგორიცაა ქოლერა, ვირუსული პნევმონია, ჰეპატიტი, გრიპი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია. „ჭუჭყიანი ხელები“ წარმოადგენს აზიასა და აფრიკაში ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის ძირითად მიზეზს, იმდენად, რამდენადაც ხელების არარეგულარულად დაბანამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა გრიპი, ქოლერა, ჰეპატიტი, ჩვეულებრივი გაციება, კონიუნქტივიტი, მუნი, სხვადასხვა სოკოვანი დაავადებები.

ექსპერტების მონაცემებით, ყოველდღიურად, მხოლოდ დიარეით, რომელსაც „ჭუჭყიანი ხელების“ დაავადებასაც უწოდებენ, მსოფლიოში ხუთიათასი ბავშვი იღუპება. მნიშვნელოვანია, რომ ხელები წყლითა და საპნით უნდა დავიბანოთ ჭამის წინ და საპირფარეშოს შემდეგ. ესოდენ მარტივმა ჰიგიენურმა პროცედურამ, როგორიცაა ხელების დაბანა, ყოველდღიურად შეიძლება ათასობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინოს. რეგულარულად ხელების დაბანა არა მარტო ვირუსებითა და ინფექციებით ორგანიზმის დასნებოვნებისაგან გვიცავს, არამედ ჩვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს, სასიამოვნოსა და უსაფრთხოს ხდის.

ლალი ჩხიკვაძე