როგორ ტარდება კბილის იმპლანტაცია
ან საერთოდ არ ჰქონდათ, ხმარობდნენ მოსახსნელ პროთეზს, რომლის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში საგრძნობ უხერხულობას ქმნიდა. ისეთი უბრალო რამ, როგორიც ჭამა და საუბარია, არასრულფასოვნების განცდას ბადებდა. მრავალმა გამოკვლევამ და ხანგრძლივმა კლინიკურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზაა დენტალური იმპლანტაცია. დენტალური იმპლანტატი კბილის ფესვის შემცვლელი ტიტანის კონსტრუქციაა, რომელიც მაღალი კოსმეტიკური ეფექტით გამოირჩევა. ღიმილისას იმპლანტატის არც ერთი კომპონენტი არ ჩანს, ხოლო კბილები ბუნებრივისგან არაფრით განსხვავდება. ძვლოვან ქსოვილში მისი მოთავსება უმტკივნეულო და უსაფრთხო პროცედურაა, რომელიც ადგილობრივი ანესთეზიით ხორციელდება.
დენტალური იმპლანტაციის საშუალებით შესაძლებელია კბილთა მწკრივის სრული აღდგენა. ეს მეთოდი წარმატებით წყვეტს ყველა იმ პრობლემას, ზემოთ რომ ვახსენეთ. დაბოლოს, იმპლანტაციისას არ იქმნება გვერდითა, ჯანსაღი კბილების დამუშავების აუცილებლობა.