სწორედ "პლანის" მოწევით დაიწყო ეს უბედურება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სწორედ "პლანის" მოწევით დაიწყო ეს უბედურება

საყურადღებოა საზოგადოებისთვის. გთავაზობთ ტუტი მაცაბერიძის ფეისბუქ-პუბლიკაციას, რომელიც დეკრიმინალიზაციას ეხება:

მძულს ამ თემაზე საუბარი და მაინც მთელი დღეა, დავდივარ ქუჩებში ჩაფიქრებული და არ ვაპატიებდი საკუთარ თავს, რომ ამაზე ჩემი აზრი არ მეთქვა!

მოვისმინე, რომ თბილისში ითხოვს ახალგაზრდობა მოხდეს "ყველანაირი" ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია.

მე ვიზიარებ იმ აზრს, რომ არ უნდა მოხდეს ადამიანების 5 და 9 წლით ციხეში განადგურება, ამას იმედია, რომ ყველა ასე ფიქრობს, მათ შორის ჩემნაირი ტკივილის მატარებელი ადამიანებიც.

მე მაინტერესებს, თუ ვინმე ხართ ისეთი უბრალოდ ვინც ოჯახის წევრი დაკარგეთ ნარკომანიის გამო და ითხოვთ დეკრიმინალიზაციას?! თქვენთან დისკუსია ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა.

* მოვისმინე აზრი რომ "ეს ჩემი სხეულია და რასაც მინდა იმას ვუზამ". ამაზე ეგოისტური ნათქვამი ალბათ ჯერ არ მომისმენია და ამის მთქმელმა ადამიანმა არ იცის საერთოდ, რას ამბობს ამით.

ბიძაჩემის ცხოვრებაში ყველაფერი დაიყო 90-იან წლებში "პლანის" მოწევით, მისთვის რომ გეკითხათ ერთობოდა და ვინმეს რომ ეთქვა დამოკიდებული გახდებიო ძალიან ბევრს იცინებდა. შემდეგ"პლანი" აღარ იყო საკმარისი და ახალი ნარკოტიკები ჩნდებოდა ქალაქში და ინტერესიც დიდი იყო, "პლანმა" თუ არაფერი მიქნა ეს რას მიზამს და ასე დაუმთავრებლად. ხშირად აქ მხოლოდ იმაში არ არის საქმე, იწვევს თუ არა თუნდაც კლუბური ნარკოტიკი დამოკიდებულებას, საქმე არის სიახლის ძიებაში. ამ სიახლის ძიებაში მამაჩემმა და ბიძაჩემმა იპოვეს ის წამალი რომელმაც საბოლოოდ დაიმონა ისინი და არამარტო ისინი, სხვა უამრავი ოჯახი გააუბედურა...

სწორედ "პლანის" მოწევით დაიწყო ეს უბედურება. სანამ თქვენ ფიქრობთ იმაზე რომ ეგ სხეული თქვენია და რასაც გინდათ იმას უზამთ გახსოვდეთ რომ ამის უკან ოჯახები დგანან, მომავალი შვილები ან ის ბავშვები დგანან ვისაც თქვენი შვილები ქვიათ.

ყველაფერი გააჩნდათ ბედნიერებისთვის, ოჯახი, სახლი, მეგობრები, შეძლებული ოჯახი იყო და უბრალოდ ყველაფერს ამჯობინეს ის ნარკოტიკები რომლებიც ბოლომდე ეგონათ რომ არც მოკლავდათ და თუ მოუნდებოდათ დაანებებდნენ თავს. არაფერი არ დაიკლეს ცხოვრებაში იმ წლებში როცა ქვეყანა გადატიალების პირას იდგა.

ბაბუაჩემი მათ "გართობას" გადაყვა!

90 წლებში ნარკოტიკები ახალი ხილი იყო, ამ ადამიანებს შედეგების შესახებ არაფერი სმენოდათ მაგრამ ახლა


ძალიან მაშინებს ჩვენი თაობის მოთხოვნა "ყველა" ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციაზე.

ბიძაჩემი ბოლო წლებში ამბობდა ეს რომ მცოდნოდა რა მელოდა, არასოდეს გავეკარებოდი არც იმ "პლანს" და არაფერსო.

არაფრით არ ესმოდა იმ ადამიანების რომლებიც მე და ჩემნაირებს შემოგვხედავს და ნარკოტიკების გასინჯვა მოუნდებაო.

მე მხოლოდ იმიტომ შევეხე ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანებს და მათ მაგალითზე დავგმე ეს წამოწყება, რომ მიყვარხართ და მეშინია შედეგების. გვახსოვდეს რომ კლუბური ნარკოტიკიც შედარებით ახალი ხილია.

მამაჩემი 38 წლის ასაკში გარდაიცვალა ხოლო ბიძაჩემი 39 წლის ასაკში ე.წ. რეზბალნიცაში დაამთავრა სიცოცხლე რომელიც მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს.

მოდით გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ნარკოტიკული საშუალებები სანამ ყველაფრის დეკრიმინალიზაციას ვითხოვთ!

დღეს ყველაფერს დავთმობდი მათი ნახვისთვის ამიტომ ვიცოდეთ რომ ჩვენი სხეული არამარტო ჩვენია! არ გვაქვს უფლება ვიყოთ ეგოისტები!

მოვითხოვოთ რომ გამოუშვან ის ახალგაზრდები რომლებიც სასჯელს იხდიან მცირედი კლუბური ნარკოტიკის მოხმარებისთვის. მაგრამ არა ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარებისთვის. და ის მოვითხოვოთ რომ სასჯელი შემსუბუქდეს.

მივიღოთ ცხოვრებისგან სიამოვნება! #ნარკოტიკებიკლავს მე ამისთვის არ მემეტება არავინ