ბევრი მუშაობა ადამიანს ინსულტის საფრთხეს უქმნის
ამ დასკვნამდე მეცნიერები მივიდნენ იმ პირთა მონაცემების ანალიზით, რომლებიც კვირაში 35-40 საათს მუშაობდნენ და რომელთა სამუშაო საათებიც კვირაში 55 საათს აჭარბებდა.
მეცნიერები ექსპერიმენტის მონაწილეებს 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ პირებს, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობდნენ, ხშირად აღენიშნებოდათ მოციმციმე არითმია. ამ პათოლოგიის რისკი, საზოგადოდ, მათთან 1,4-ჯერ იყო მომატებული.
საკუთრივ მოციმციმე არითმია კი, მოგეხსენებათ, საგრძნობლად ზრდის როგორც ინსულტის, ასევე სხვა დაავადებათა განვითარების რისკს.
თინათინ გოცაძე