ზუმბა-ფიტნესი - ყველათვის სახალისო და სასარგებლო! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზუმბა-ფიტნესი - ყველათვის სახალისო და სასარგებლო!

რომელიც აერთიანებს ფიტნესის და აერობიკის საფუძვლებს და ტონუსში და ფორმაში მოჰყავს სხეული, ასევე უზრუნველყოფს იდეალურ კარდიოდატვირთვას და კუნთების ტონუსს.

საცეკვაო მოძრაობები, რომელიც კარდიო დატვირთვას ქმნიან, ხელს უწყობენ სხეულის ფორმის მოდელირებას, განსაკუთრებით ფეხები, დუნდულები, ხელები და პრესი.

ზუმბა ფიტნესის მონაწილეები სწრაფად და ადვილად ითვისებენ პროგრამას და აქ არა აქვს მნიშვნელობა გაქვთ თუ არა ცეკვის გამოცდილება. თუ მთელი ცხოვრება გერიდებოდათ ცეკვა და თვლიდით რომ ეს თქვენ არ გამოგდიოდათ, აქ კომპლექსებისაგან თავისუფლდებით და სრულად ერთვებით ზუმბა-ფიტნესის საცეკვაო ზეიმში. ზუმბა ეს სრული სიამოვნებაა, თქვენ მხოლოდ მოგეთხოვებათ რომ მოეშვათ დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ და იმოძრაოთ მუსიკის ქვეშ. ზუმბას მუსიკა ისეთი ენერგიული და ჩამთრევია, რომ მუდმივი მოტივაციის რეჟიმში ხართ, არ იღლებით და დაქანცული არ ელოდებით ვარჯიშის დასასრულს. თქვენ მოუთმენლად ელით შემდეგ ვარჯიშს.

ზუმბა:

ეს მხიარულებაა!

ეს საოცარია!

ეს ადვილია!

ეს ეფექტურია!

როდესაც გრძნობ რომ შენი სხეული უფრო ლამაზი ხდება, ვარჯიშის მოტივაცია კიდევ უფრო მატულობს. ზუმბას ვარჯიშების დროს დარბაზი სავსეა, რადგან ზუმბას უპირატესობას ადვილად ამჩნევენ მონაწილეები – ის ადვილია, ეფექტური და მხიარული.

ზუმბა სასარგებლოა – სხეულისათვის, გონებისათვის და სულისთვის!

ზუმბას უპირატესობები:

მუშაობს მთელი სხეული – ზუმბა რთავს მუშაობაში სხეულის ცენტრალურ ნაწილს (პრესი და ზურგი).

დიდი რაოდენობით კალორიების ხარჯვა – ზუმბას მეთოდით განაწილებული დატვირთვები მომატებული აქტივობით გამოირჩევა და კალორების სწრაფ წვას იწვევს.

თავისუფალი, ძალდაუტანებელი გარემო – ყველა ახალი მოძრაობის ათვისება ადვილად ხდება.

წონის კლება – ისევე როგორც სხვა ფიზიკური დატვირთვებისას, რეგულარული და დაბალანსებული კვება, წონის სწრაფად კლებას იწვევს.

დადებითი თვითშეფასება – ზუმბა დამაჯერებლობას გმატებთ.

ფიგურის მოდელირება – ზუმბა კარგ ფორმაში მოიყვანს სხეულის ნებისმიერ ნაწილს, მათ შორის ზედა, ქვედა და ცენტრალურ ნაწილს, ასევე გულს და გონებას.

ვარჯიში დაძაბვის გარეშე – ზუმბა ოფლად დაგღვრით! მოვარჯიშეების უმეტესობა აღიარებს, რომ ზუმბა კარგად ართობთ, ისე, რომ ვერც ამჩნევენ როგორ ასრულებენ ვარჯიშს.

რა დადებითი ეფექტები მიიღწევა ზუმბას მეშვეობით?

კარდიორესპირატორული:

ძლიერდება სხეულის მთავარი კუნთი – გული

გულისცემის სიხშირის სტაბილიზაცია დასვენების მდგომარეობაში

უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია

მაღლდება ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე

სწორდება ქოლესტერინის დონე

გულის დაავადების რისკი მცირდება

კუნთოვანი:

ძლიერდება კუნთების ძალა

მაღლდება ძვლების სიმკვრივე

სწორდება ტანადობა

მცირდება ტრავმირების რისკი

მოქნილობა

ტრავმირების რისკის შემცირება

ტანადობის გაუმჯობესება

კუნთებში დაძაბულობის და ტკივილის შემცირება

რა განაპირობებს ზუმბას ეფექტს?

ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია, რომელსაც მთავარი მნიშვნელობა აქვს წონის კლების დროს. რომ არა ძლიერი დადებითი ფსიქოლოგიური ეფექტი, მონაწილეები ვერ მიიღებდნენ პოზიტიურ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს.

ზუმბას ეფექტს განაპირობებს:

– ზუმბა აერთიანებს ენერგიულ და მოტივირებულ მუსიკას უნიკალურ მოძრაობებთან და ნაბიჯებთან ერთად, რომელიც სტრესის მოხსნაში ეხმარება;

– ზუმბას პრინციპია – სიმარტივე, ხალისი და ეფექტურობა;

– ზუმბა ეს არის ვარჯიში, რომელის გსურს რომ აკეთო და არა ვალდებული ხარ რომ აკეთო. ზუმბაზე როცა მიდიან არ ამბობენ " მე უნდა წავიდე ვარჯიშზე", არამედ ამბობენ "ვერ ვითმენ შემდეგ ვარჯიშამდე".

– მუსიკა ჩამთრევია და მისი მაგია ამაღლებს ვარჯიშის ინტენსივობას;

– ზუმბა დადებითად მოქმედება არა მარტო სხეულს, არამედ გონებაზე და ფიქრებზეც.

– ზუმბა ეს არის ბედნიერი ვარჯიში.

ზუმბას წარმატების მიზეზი არის ის, რომ მას თავს არ ანებებენ, რადგან ამ ვარჯიშის დროს იღებენ უდიდეს პოზიტიურ ენერგიას და სიამოვნებას.

წყარო: www.fitni.ge