ვინ არის ექიმი, რომელმაც პირველი ლედი ამშობიარა
სამშობიარო განყოფილების მეან-გინეკოლოგი შმაგი ტაბატაძეა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას მეორე ვაჟი თომა მარგველაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში 15 იანვარს დაიბადა. როგორც "მკურნალი.გე"-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, თომა მარგველაშვილი 2.950 კგ-ს იწონის. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
თომა მარგველაშვილი გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას მეორე შვილია. თემო მარგველაშვილი 2 თებერვალს სამი წლის გახდება.
პირველი ქორწინებიდან გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას ქალიშვილები ჰყავთ.