სულ იკრებდა ძალას, ეს ყველაფერი ეთერში არ ეჩვენებინა, მაგრამ უკვე ფიზიკურად ვეღარ შეძლო - დღეს ნუცას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
. ამბები.გე დაუკავშირდა გადაცემა პროფილის პროდიუსერს და მისგან შეიტყო მაიას ჯანმრთელობის შესახებ:
- მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო კარგი, ის დიდი ხანია თავს გრძნობს ცუდად. სულ იკრებდა ძალას, ეს ყველაფერი ეთერში არ ეჩვენებინა, მაგრამ უკვე ფიზიკურად ვეღარ შეძლო, ამიტომ ექიმების რეკომენდაციით, დროებით ის არ იმუშავებს და ეთერში აღარ გამოჩნდება.
დღეს, 23 თებერვალს მაიას შვილის, ნუცას, გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა.