შექმნეს კბილის ბჟენი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ძლებს - მალე შესაძლოა, კბილის რამდენჯერმე დაბჟენა აღარ მოგიწიოთ
ბჟენის გაფუჭების მთავარი მიზეზი პათოგენური ბაქტერიებია, რომლებიც დროთა განმავლობაში პლომბსა და კბილს შორის არსებულ სივრცეში მრავლდებიან. პათოგენური ბაქტერიები თითქმის ყოველთვის ჩნდებიან, აღნიშნული პროცესი არანაირად არ არის დამოკიდებული სტომატოლოგის პროფესიონალიზმსა და ნამუშევარზე. მეცნიერების მიერ შექმნილი ბჟენის ახალი მასალა ამჟამად არსებულისგან ხანგრძლივი ანტისეპტიკური ეფექტით განსხვავდება და მათი ქმედუნარიანობა არსებული ბჟენების ხანგრძლივობას ფაქტობრივად 10-ჯერ გადააჭარბებს.
კბილის დაბჟენისას ანტიბიოტიკები ახლაც გამოიყენება, თუმცა, აღნიშნული ანტიბიოტიკი ადგილობრივად გამოიყენება და მისი მოქმედება რამდენიმე კვირას არ აღემატება. ახალი ბჟენის უპირატესობა კი მის შემადგენლობაშია. ბჟენის მასალა ანტიბიოტიკის განსაკუთრებულ ნანონაწილაკებთან არის შერეული, რაც ბჟენს უფრო მდგრადს ხდის მიკრობების მიმართ და მის იმუნიტეტს ამაღლებს. პირველმა ცდებმა წარმატებით ჩაიარა და ბჟენის ახალი მასალის ეფექტურობა აჩვენა.