რომელი საკვები უწყობს ხელს კუჭის მოქმედებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი საკვები უწყობს ხელს კუჭის მოქმედებას

მიღება, სითხის უდიდესი ნაწილი კი უნდა იყოს წყალი.

რაც შეეხება საკვებს, კუჭის მოქმედებას ხელს უწყობს: ბოჭკოთი მდიდარი საკვები – ბოსტნეული - ჭარხლის, ისპანახის ფოთლებისგან მომზადებული საკვები, პარკოსნები, ლობიო, ბარდა, სტაფილო, მწვანილი; ჭვავის პური, კაკალი, თხილი, შვრია, ქერი, ხილი - ვაშლი, შავი ქლიავი, ლეღვი, გარგარი, ატამი, ციტრუსები. გაითვალისწინეთ, რომ კანგაცლილ ხილში ბოჭკოს შემცველობა ნაკლებია.

კარგია საკვებისათვის ხორბლის ქატოს დამატება. რაციონში უნდა შეიზღუდოს: კოფეინით მდიდარი სასმელი – მუქი ჩაი, ყავა, შოკოლადი, ბოჭკოთი ღარიბი საკვები – ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, თეთრი პური, ყველი.

აუცილებლობის შემთხვევაში მიიღეთ საფაღარათო საშუალებები.

ბოჭკოს შემცველობა ზოგიერთ საკვებში:

გამომშრალი ბარდა, 1 ჭიქა (მზა სახით) – 16,3 გრ

ოსპი, 1 ჭიქა (მზა სახით) – 14, 6 გრ

ლობიო, 1 ჭიქა (მზა სახით) – 13,1 გრ

ხორბლის ქატო, 0,5 ჭიქა – 8,4 გრ

შვრია, 1 ჭიქა – 4,0 გრ

სტაფილო, 0,5 ჭიქა (მზა სახით) – 2,3 გრამი

კარტოფილი, გამომცხვარი, კანიანი – 2,5 გრ

კარტოფილი, გამომცხვარი, კანგაცლილი – 1,4 გრ

ვაშლი კანგაუცლელი – 2,7 გრ

მსხალი კანგაუცლელი 0,5 ცალი – 3,1 გრ

მსხალი კანგაცლილი – 0,5 ცალი – 2,5 გრ

შავი ქლიავი – 3 ცალი – 3,0 გრ

თეთრი პური, 1 ნაჭერი – 1,9 გრ

არაქისი, 10 ცალი – 1,4 გრ

გაითვალისწინეთ, რომ ბოჭკოს მიღება რეკომენდებულია დღის განმავლობაში შემდეგი დოზით:

51 წლის ასაკამდე მამაკაცები - 38 გრამი

51 წლის შემდეგ მამაკაცები - 30 გრამი

51 წლის ასაკამდე ქალები - 25 გრამი

51 წლის შემდეგ ქალები - 21 გრამი

ყაბზობის დროს მნიშვნელოვანია აგრეთვე რეგულარული ვარჯიში ან ფეხით სიარული დღეში 30 წუთის განმავლობაში, სულ მცირე კვირაში 5 დღის განმავლობაში.

თუ ამ ფონზე ყაბზობა მაინც აღინიშნა, აუცილებელია ვიზიტი გასტროენტეროლოგთან ყაბზობის მიზეზების დასადგენად. მანამადე კი შეგიძლიათ გამოუვალ შემთხვევაში მიიღოთ საფაღარათო საშუალება (შერჩევაში დაგეხმარებიან ფარმაცევტები), მაგრამ ეს ძალიან იშვიათი უნდა იყოს.