სასტიკი ძალადობის შემთხვევები და ფსიქოლოგების დასკვნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასტიკი ძალადობის შემთხვევები და ფსიქოლოგების დასკვნა

განვიხილოთ ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი რამდენიმე შემთხვევა და მოვისმინოთ ფსიქოლოგთა განმარტება ამ თემაზე:

შემთხვევა პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს – 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-ს. დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ რ.თ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა. გამოძიება ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

შემთხვევა მეორე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ედება ყოფილი ცოლისა და მისი მეგობრის განზრახ მძიმე დაზიანებება. 32 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა 14 ჭრილობა მიაყენა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში, ყოფილ მეუღლეს -1986 წელს დაბადებული ფ.ფ.-ს და მის მეგობარს - 1981 წელს დაბადებულ გ.დ.-ს, დროებით საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

შემთხვევა მესამე

ამ შემთხვევაზე უფრო ვრცლად გიამბობთ - იგი კარგად დაგანახებთ მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოლოგიურ პორტრეტს

22 წლის დეა გოშხეთელიანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა. იგი ქმარს - გიგა ბაკურაძეს ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა, თუმცა ძალადობა დაშორებასთან ერთად არ შეწყვეტილა... დაშორებიდან 7 თვის შემდეგ, გიგა ბაკურაძემ, დეას და დეას მამას, მათ სახლში სცემა. ბაკურაძე დააკავეს, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებამ აიძულა დეა თავისი ისტორია საჯაროდ მოეყოლა. დღეს, 12 იანვარს, საქალაქოსგან გამსხვავებით, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა პროკურორის არგუმენტები. ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხიდან გამომდინარე დეას ყოფილ ქმარს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა...

დეამ და მისმა ყოფილმა მეუღლემ ერთმანეთი საერთო მეგობრებისგან გაიცნეს.


6-თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაოჯახდნენ. დეა თბილისში ცხოვრობდა და სწავლობდა, მეორე კურსზე იყო, 19 წლის. საქმრო - 28 წლის. დეა ამბობს, რომ დაოჯახებამდე არაფერი შეუმჩნევია. `ერთხელ დედამისმა და მამამისმა გვითხრეს, ცალკე გადაგიშვებთ საცხოვრებლადო", - ამბობს დეა და ამატებს: "იმ ღამეს წავიდა სახლიდან და მწერს, ჩამოდი დაბლაო. მხვდება მანქანაში პისტოლეტით, თან ნასვამი, მაჩვენა კიდეც კონიაკის დაცლილი ბოთლი. თავის მოკვლას ცდილობდა, მაგრამ რატომ - დღემდე არ მესმის."

დაოჯახებიდან 3-4 თვის შემდეგ პირველად იძალადა მასზე. მაშინ დეა ფეხმძიმედ იყო. დეას თქმით, კამათის მიზეზი ძალიან უმნიშვნელო იყო და არ ახსოვს: "მკლავებში მომიჭირა ხელი და კედელს მიმანარცხა. იმდენად ძლიერად მომიჭირა ხელები, რომ ერთი კვირა მეტყობოდა დალურჯებები." არ იცის რატომ, თუმცა არავისთან უთქვამს: "შეიძლება საკუთარ თავსაც დავაბრალე, რომ მე გამოვიწვიე." 7 თვის ფეხმძიმე დეა, ქმართან, დედამთილთან და მაზლთან ერთად ისვენებდა: მეუღლე თავისი პატარა ძმის თანდასწრებით დედამისს შეეხო ხელით.

დეა ამბობს, რომ ქმარს ბაბუამისის დროინდელი სანადირო თოფი, ერთი ორლულიანი იარაღი და ერთი პისტოლეტი ჰქონდა. ასევე, წვრილი ხელნაკეთი დანა: "ამბობდა, რომ გაუყრი ადამიანს, შინაგან სისხლდენას იწვევს და რამდენიმე წუთში კვდებაო." თუმცა როგორც მოგვიანებით გაარკვია, ყოფილ ქმარს იმაზე ორჯერ მეტი იარაღი ჰქონდა, ვიდრე თავიდან ეგონა.

mkurnali.geმეორე ბავშვზე ფეხმძიმობის დროს, მამასთან ლაპარაკის შემდეგ, გაღიზიანებული იყო. ყველაფერზე ეკამათებოდა და ხელიც გაარტყა: "ავიჭერი. თვითონაც არ ვიცი, გააცნობიერა თუ არა, შევიდა საპირფარეშოში და გამხსნელის ბოთლი გამოიტანა, დავლიე ნახევარიო. რეალურად არ დაულევია, თუმცა გაითამაშა, ვითომ თვითმკვლელობის სცენა დადგა. იატაკზე დავარდა, ვითომ მუცელი სტკიოდა. მერე სახლიდან გაიქცა." ჩხუბის შემდეგ, დეა დედამთილს დაუკავშირდა და ორსულობის შესახებაც უთხრა. იხსენებს, რომ დედამთილმა თავის ქმარს დაურეკა და ახალი ამბავი მასაც გაუზიარა: "უცებ მამამთილის ყვირილი მესმის ტელეფონიდან. მაგინებს, მლანძღავს, რა დროს მეორე იყო, ერთს ვერ უვლიანო. თავის შვილზე არაფერი უთქვამს, მხოლოდ მე და თავის ცოლს გვაგინა."

"ამაზე საშინელი არაფერი არსებობს. ნაყოფი აღარ ვითარდებოდა და წამალი უნდა დამელია, რომ მუცელი მომშლოდა. ასეთი ტკივილი ბავშვის გაჩენის დროს არ განმიცდია. ფსიქოლოგიურადაც ძალიან ცუდად ვიყავი. საწოლში ვეგდე გაუნძრევლად. ბავშვი რომ მოდიოდა ჩემთან, იმის თავიც კი არ მქონდა, გადავბრუნებულიყავი და ბავშვისთვის შემეხედა." ეს ურთულესი პერიოდი დეამ ქუთაისში, მშობლებთან გაატარა. ვარაუდობს, რომ ნაყოფი ნერვიულობის გამო აღარ განვითარდა. ქმართან კონტაქტი ერთი თვის განმავლობაში არ ჰქონია. დაშორებაზე ფიქრობდა, თუმცა შერიგდნენ. ამბობს, რომ ამის შემდეგ აღარაფერს ითმენდა, თუმცა ისევ დუმდა, ძალადობაზე არავისთან საუბრობდა:

"ძალიან კარგად გამოსდიოდა ჩემი მანიპულაცია. ძალიან მიმდაბლებდა თვითშეფასებას. რას გავხარ, არ მევასები, არ მომწონხარო, მეუბნებოდა. მამამისის ფსიქიატრიულს იყენებდა და მემუქრებოდა, გამოგკეტავ ფსიქიატრიულშიო."

"ყველასთან მქონდა გაწყვეტილი კონტაქტი. სახლში ვერავინ მიმყავდა. ვინც მივიყვანე, ყველა გაიქცა. ზოგს მეტრაკე უძახა, ზოგს ბოზი. ერთს პირდაპირ დაურეკა და ბოზი ეძახა." დეა მაინც ცდილობდა, არ გაჩერებულიყო. ერთხელ სადაზღვევოში გააგზავნა ჩV და აიყვანეს კიდეც, მაგრამ ქმრის მხრიდან დაცინვის და მანიპულაციის გამო იქ მუშაობა არ დაუწყია. მერე ბანკში აიყვანეს. ქმარი კატეგორიული წინააღმდეგი იყო: "სწავლა დაამთავრეო, მაგრამ აუცილებელი არ არის, იმუშავოო. მიმანიშნა, რომ როგორც დედამისი ჰყავთ მონად, მეც ისევე უნდა ვყოფილიყავი. მე უქმად ყოფნა არ შემიძლია." სამსახურის მიტოვებას რომ სთხოვდა, დაახლოებით ერთ თვეში იჩხუბეს.

"პატრული გამოვიძახე პირველად. გავიგე, რომ მამამისის საყვარელს ხვდებოდა. ფაქტები შევკრიბე, სქრინები, ხმის ჩანაწერები და დიდი წერილი დავუწერე." 2017 წლის 25 ივნისი იყო. გადაწყვიტა, წერილი დაეტოვებინა და ჩუმად წასულიყო სახლიდან: "სახლში ადრე დაბრუნდა, მომისწრო. არ მიშვებდა, კარი გადამიკეტა, ტელეფონი წამართვა, მახრჩობდა, ხელი გამარტყა. უცებ მოვახერხე, რომ სხვა ოთახში ჩავკეტილიყავი. მისი ტელეფონი დავინახე და პატრულში დავრეკე."


პოლიციამ ოჯახურ კონფლიქტზე ოქმი შეადგინა და დეას წამოსვლის საშუალება მიეცა. მაშინვე ბავშვის წამოსაყვანად, დედამთილთან გაეშურა. იხსენებს, რომ დედამთილმა კარი ჩაკეტა, ტელეფონი გამორთო და შუქი ჩააქრო. პატრული კიდევ ერთხელ გამოიძახა: "დაურეკეს ყოფილ ქმარს, რომელმაც თქვა, მე, ბავშვი და დედაჩემი ერთად ვართო. კანონის მიხედვით, ბავშვზე თანაბარი უფლება გვაქვს, ამიტომ ვერაფერი ვქენი." მეორე დღეს, დილას კიდევ გავიდა დედამთილთან. სახლში შესვლისთანავე ჩუმად ვიდეო ჩართო, სადაც დედამთილი ამბობს, რომ წინა საღამოს სახლში იყო, თუმცა სპეციალურად არ გააღო კარი. დეა იხსენებს, რომ მერე ყოფილი ქმარიც მივიდა, ბავშვი გამოგლიჯა ხელიდან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ესეც გადაიღო, პოლიციას გამოუძახა და შემაკავებელი ორდერი გამოაწერინა.

"ბავშვის მიმართ არა, თუმცა ბავშვის თანდასწრებით ჩემდამი იყო აგრესიული", - იხსენებს დეა. დაშორების შემდეგ ბავშვი ორი კვირის განმავლობაში დეასთან იყო. მერე უნივერსიტეტში საბოლოო გამოცდები დაეწყო, რის გამოც ქუთაისში, დედასთან გაუშვა. ყოფილი ქმარი კერძო ბაღში მივიდა და ბავშვი დაუკითხავად წამოიყვანა. დეამ პოლიცია კიდევ ერთხელ, თბილისიდან ქუთაისში გამოიძახა, თუმცა ვერაფერს გახდა, რადგან მამას ბავშვის წაყვანის უფლება ჰქონდა. სამი კვირის შემდეგ ყოფილმა ქმარმა დეას ბავშვი ერთი თვით დააშორა და სოფელში წაიყვანა. დეამ სასამართლოს მიმართა. იხსენებს, რომ პერიოდულად ყოფილი ქმარი ურეკავდა და ემუქრებოდა, სარჩელის გამოტანას სთხოვდა, თუმცა არ დანებდა. იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო დავები წლობით გრძელდება, მორიგებაზე შეთანხმდნენ და ბავშვის ნახვის დღეები გაიყვეს. სამ იანვარს ბავშვი მამას უნდა წაეყვანა.

მიმოწერა ჰქონდათ, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. რადგან "სიტყვით ვერ მოუგვარა", ყოფილმა ქმარმა მისწერა, სიურპრიზს გიმზადებო. დეა სახლში შვილთან და მცირეწლოვან დასთან ერთად იყო. შეეშინდა და დაქალთან წასვლა დააპირა: "გავდიოდი უკვე სახლიდან, როცა მამაჩემი შემოვიდა. მეც გასვლას ვაპირებდი და კარი აღარ დაგვიკეტავს. უცებ შემოაღო კარი, გადი აქედან-მეთქი, მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი და მუჭი დამარტყა." შემდეგ დეას მამას მივარდა და თვალებს შორის დაარტყა. დეა იხსენებს, რომ მამამ გონება დაკარგა, თუმცა ყოფილი ქმარი არ გაჩერებულა და გონწასულს ფიზიკურად უსწორდებოდა.

ყვირილზე დეას დაქალის ქმარი მივიდა და მისი სახლიდან გაყვანა შეძლო. "პოლიცია რომ მოვიდა, მათი თანდასწრებითაც კი იგინებოდა. ხელბორკილი რომ დაადეს, იცინოდა," - ამბობს დეა. მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიწერა, რომელიც პირს მსხვერპლთან ნებისმიერ კომუნიკაციას უკრძალავს. დეა და მამამისი დაზარალებულად სცნეს. პარალელურად დაიწყო გამოძიება ორი მუხლით. პირველი ძალადობას, მეორე კი არასრწულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, პროკურორის მტკიცებულებების მიუხედავად, მოძალადე 3 ათას ლარიანი გირაოთი გამოუშვა.

სასამართლოს სენსიტიურობის ნაკლებობაზე მიუთითებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგი ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე. დეას ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საქმეს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. დეა შვილთან ერთად უფასოდ ისარგებლებს კრიზისული ცენტრის ფსიქოლოგიური დახმარების სერვისით. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები უკავშირდებიან და დახმარებას სთავაზობენ. ამბობს, რომ უნივერსიტეტის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს: "ძალიან მიხარია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ჯანსაღად აზროვნებს. ეს მხარდაჭერა მაძლევს ძალას, რომ ვიბრძოლო და უკან არ დავიხიო, თორემ მარტო ვერაფერს შევძლებდი. მინდა შევცვალო ის საშინელი სტატისტიკა, როცა ოჯახში ძალადობა მკვლელობით სრულდება. უნდა ამოვიღოთ ხმა."

2018 წლის 9 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შს მინისტრსა და საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ დეა გოშხეთელიანის მიმართ დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების გატარება მოითხოვა. საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვას საფუძვლად უდევს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პარტნიორებს ან ყოფილ პარტნიორებს შორის ძალადობა ფემიციდის მაღალი რისკის შემცველია: "ხშირია ოჯახში ძალადობის შედეგად ქალთა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის და ჯანმრთელობის დაზიანების საქმეები, სადაც სამართალდამცავი უწყება დანაშაულის ფაქტამდე ინფორმირებული იყო ოჯახში არსებული შესაძლო ძალადობის შესახებ, თუმცა მსხვერპლის დაცვა და დახმარება ვერ მოხერხდა."

სახალხო დამცველი: დღეს, 12 იანვარს, საქალაქოსგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა პროკურორის არგუმენტები. ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხიდან გამომდინარე დეას ყოფილ ქმარს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. "მშვიდად ვიქნები, გარეთ გასვლის აღარ შემეშინდება", - ამბობს დეა...


ნანა ჩაჩუა - ფსიქოლოგი: ჩემი ფსიქოლოგიური სამუშაო გამოცდილებიდან ბოლო დროს ძალადობამ იმატა! საერთოდ აგრესიამ იმატა საზოგადოებაში და მითუმეტეს მამაკაცებში. სოციალური ქსელებიდანაც ვღებულობთ ინფორმაციას, თუ რამდენადაა მომატებული... მამაკაცებში აგრესიის მომატების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ძირითადად არარეალიზებულნი არიან. ჩვენ არ ვცხოვრობთ ძველი ეპოქის ბერძნულ კულტურაში, სადაც ადამიანებს შეეძლოთ ჭვრეტითი ცხოვრებით ეცხოვრათ, ანუ ფილოსოფიურ განსჯებში ყოფილიყვნენ და ეს ყოფილიყო მათი სულიერების მიღწევისა და რეალიზების გზა.

mkurnali.geსულიერი ეპოქა ძველ საბერძნეთშივე დამთავრდა... შემდეგ არსებობს რელიგიური ხედვა – ცხოვრების, ყოფიერების, ყოფითობის... ეს რელიგიური ხედვაც ყოველდღიურობისა და ყოფითობისა შესუსტებულია. ადამიანს არც გარეთ აქვს საშუალება მოახდინოს თვითგამოხატვა და თავის საქმიანობით თქვას - მე ვარ - მე! არც შინაგანად არის ამის საშუალება, ამ კულტურულ დროში არ ვიმყოფებით და ამ შემთხვევაში ადამიანი არც მიწისაა და არც ცისა... მათი აგრესიის გამოვლენის მიზეზი ხდება პატარა, უმნიშვნელო მომენტიც კი.

ნაპერწკალი რომ ეყოფა აალდეს, ისეთია შინაგანი დაძაბულობა! შინაგანად განიცდის დაბალ თვითშეფასებას, საკუთარი თავის მნიშვნელობის არარაობას და ამ დროს გარედან ჩვეულებრივი ნათქვამიც კი მისთვის მაპროვოცირებელი ხდება იმ განცდისა, რაც შინაგანად უკვე აქვს! გამოსავალი არის ის, რომ ადამიანებს თვითგამოხატვის და თვითრეალიზების საშუალება მიეცეთ. სკოლაში რომ მოსწავლეებს სწავლის საშუალება არ აქვთ, ნახეთ რა დღეშია სახელმძღვანელოები. ადამიანებს არ აქვთ სწავლის და შრომის საშუალება. შრომა ადამიანის სუბსტანციური მოთხოვნილებაა. თანამედროვე კაპიტალიზმი, რომელსაც ველური კაპიტალიზმი ჰქვია, ადამიანს სრულ იგნორირებას უკეთებს!

არ სჭირდება ადამიანი, ტექნიკამ ჩაანაცვლა დიდი ხანია! შრომის ორგანიზაციამ ადამიანი კიდევ უფრო გამოდევნა. პოლიტიკას არ ახსოვს ადამიანი! ბიზნესი არ ითვალისწინებს ადამიანს! ადამიანი დარჩა თავისი უსუსურობის, არარაობის განცდის წინაშე! ადამიანები როგორც კი შეატყობენ ნერვიულ დაძაბულობას თავს, აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს! როგორც შოთა რუსთაველი ამბობს - "სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა"... ნუ მოკვდებით ფიზიკურ სიკვდილამდე თქვენსავე აგრესიაში! მივმართოთ სპეციალისტს!

დავით ამირეჯიბი - ფსიქოლოგი: ყველა შემთხვევას თავის მიზეზი აქვს და ხშირად ეს მიზეზი არ არის ერთი და იგივე, არამედ განსხვავებულია. მეცნიერული თვალსაზრისით საჭიროა თვითოეულ ოჯახთან, ადამიანთან, ნათესავებთან მუშაობა, გარემოზე დაკვირვება. გამოკვლევა ფსიქოლოგიური და სხვა მხარეების. შეიძლება იყოს კონკრეტული და სპეციფიკური მიზეზები ყველა შემთხევის დროს. ამ მიზეზებს mkurnali.geუნდა დადგენა. თუ ამ კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია ერთ საერთო ფაქტორზე საუბარი, ამ შემთხვევაში გავაკეთებთ დასკვნას... სასტიკი მკვლელობები, რომელთა მოწმენიც გავხდით, უკვე ფსიქოლოგიით აღარ აიხსნება. ეს არის ზნეობრივი, კულტურული, მორალური აღზრდის საკითხი. ვერ დავიყვანთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დონეზე.

ნათლად იმატა აგრესიამ, მაგრამ მხოლოდ მამაკაცებში არა. იყო შემთხვევები, სადაც ქალების დანაშაულებრივი ქმედებებიც იკვეთებოდა. არ მგონია, რომ მხოლოდ გენდერული მიდგომა რამეს აგვიხსნის...

რომ დავაკონკრეტოთ რა არის უკულტურობა: ადამიანი არის ენობრივი, ლინგვისტური ფენომენი. უკულტურობა არსებობს იმ დროს, როდესაც ენა ვეღარ ფუნქციონირებს. ერთმანეთს ვერ ვაგებინებთ, რისი თქმა გვინდა. კომუნიკაცია კარგავს სიღრმეს და ფუნქციას და გადაქცეულია მართვით აგრესიის მექანიზმად... მაგალითად პარლამენტი არის ადგილი, სადაც ადამიანებმა ენის მეშვეობით უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საკითხები. ამ დროს ენის ფუნქცია დარღვეულია იმ ადგილას, სადაც მთავარი ინსტრუმენტი უნდა იყოს და ესაა მთავარი პრობლემა... მითუმეტეს, როცა ეს ორგანოა მაგალითის მიმცემი ქვეყნისთვის და ყველა ჩვენთაგანის ბედის გადამწყვეტი!

მანანა გაბრიჭიძე