სინუსიტის (წიაღის ანთება) მკურნალობა ხალხური მეთოდებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სინუსიტის (წიაღის ანთება) მკურნალობა ხალხური მეთოდებით

ხახვიანი ზეთის წვეთები

სინუსიტების, რინიტებისა და ზემო სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალოდ ერთი მეტად მარტივი მეთოდი არსებობს. აიღეთ 50 გრამი ნებისმიერი სახის მცენარეული ზეთი, მაგალითად, მზესუმზირის. ჩაასხით პატარა ბოთლში და მოათავსეთ წყლის აბაზანაზე (ამისათვის გირჩევთ ბოთლი წყლით სავსე ქვაბში მოათავსოთ). სასურველია თუ ქვაბის ძირში რამდენიმე შრედ დაკეცილი ნაჭერი იქნება ჩაფენილი, ხოლო წყლის დონე ქვაბში ბოთლის სიმაღლის ნახევარზე მეტ ნაწილს დაფარავს. წყლის 3-4 წუთიანი დუღილის შემდეგ ბოთლი გადმოდგით და გააცივეთ (ამით ერთგვარ პასტერიზებულ ზეთს მიიღებთ). წვრილ სახეხზე ჩახეხეთ ხახვი. გაწურეთ მისგან 1/2 ჩაის კოვზი წვენი და დაამატეთ მას გაცივებული ზეთი ჩაის კოვზის მთელ მოცულობამდე. ფაქიზად მოურიეთ.

აღნიშნული ნარევის 5-5 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში სამჯერ ჩაიწვეთეთ. თუ ბევრი ჩირქი და სისხლი გამოგეყოფათ, შეგიძლიათ ყოველ 2 საათში იწვეთოთ. პროცედურის შემდეგ 5-10 წუთის განმავლობაში სასურველია თავი შეიკავოთ ცხვირის მოხოცვისგან. ღამით, დაძინების წინ, შეგიძლიათ მხოლოდ პასტერიზებული ზეთი, ხახვის წვენის გარეშე, ჩაიწვეთოთ. ამ მეთოდით სინუსიტი 1-2 კვირაში მთლიანად ქრება. პატარებისათვის შესაძლოა სხვა პროპორციები გამოიყენოთ: შედარებით ცოტა ხახვის წვენი და გაცილებით მეტი ზეთი.

თაფლიანი ფიჭის ღეჭვა

ჰაიმორიტისა და ზოგადად სინუსიტების წინააღმდეგ ერთი ძველი ხალხური მეთოდი არსებობს თაფლითა და ფიჭით. აიღეთ ფიჭა და თაფლთან ერთად ყოველ ერთ საათში 15-17 წუთის განმავლობაში ინტენსიურად დაღეჭეთ. ყოველი 15-17 წუთიანი ღეჭვის პროცესის შემდეგ სახეშეცვლილი მასა გადმოაფურთხეთ. პროცედურა 4-6 საათის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. დღის ბოლოს ცხვირით თავისუფლად სუნთქვას შეძლებთ, ტკივილი და ყველა უსიამოვნო შეგრძნება გაგიქრებათ. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ ისევ შეასრულეთ ე. წ. "პროფილაქტიკური ღეჭვები", მაქსიმალურად გადაღეჭილი მასის გადმოფურთხების შემდეგ კი ყოველ ჯერზე ერთი სადილის კოვზი თაფლი გადაყლაპეთ; ამით სინუსიტის შესაძლო რეციდივსაც თავიდან აიცილებთ და იმუნიტეტსაც აიმაღლებთ.

თინათინ გოცაძე

სინუსიტი

სინუსიტი - მიზეზები და მკურნალობა