ფოთში მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 8 თვის ჩვილი გარდაიცვალა
სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი ნიორაძის თქმით, ბავშვს სიმაღლიდან ვარდნის გამო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.
,,ჩვილს შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა. სამედიცინო ცენტრში შემოყვანისთანავე მას სასიცოცხლო პარამეტრები არ აღენიშნებოდა და შედეგი ლეტალურია“, - აღნიშნა გიორგი ნიორაძემ.
საავადმყოფოსთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.