თბილისის ხუთ წერტილში აზოტის დიოქსიდის მაღალი ინდექსები დაფიქსირდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თბილისის ხუთ წერტილში აზოტის დიოქსიდის მაღალი ინდექსები დაფიქსირდა

აქედან აზოტის დიოქსიდის შემცველობის განსაზღვრის მიზნით 65 მილაკი, ოზონის - 30, გოგირდის დიოქსიდის - 23 და ბენზოლის - 10.

მათივე განმარტებით, ანალიზები ჩატარდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლაბორატორიაში, ხოლო მიღებული შედეგების შეფასება მოხდა ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად. ყველა წერტილში დაფიქსირდა გოგირდის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის დაბალი ინდექსები.

რაც შეეხება აზოტის დიოქსიდს, მისი მაღალი ინდექსები დაფიქსირდა ქალაქ თბილისში ხუთ წერტილში: მელიქიშვილის ქუჩა, ავლაბრის მოედანი, პირველი სკოლა, ტაშკენტის ქუჩა და მეტროს სადგურ "დელისთან".

გარდა ამისა, აზოტის დიოქსიდის საშუალო ინდექსები აღინიშნა ქალაქ თბილისის 9 წერტილში, ბათუმის სამ წერტილში, ქუთაისის ორ წერტილში და თელავის, ხაშურის, გორის, რუსთავისა და ზესტაფონის თითო წერტილში.

აზოტის დიოქსიდი და ოქსიდი წარმოიქმნება ძალიან მაღალ, 650 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე და ჟანგბადის სიჭარბის პირობებში საწვავის წვის დროს. ძირითადი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი, ბუნებრივი აირის ნამწვი, თბოელექტროსადგურების გამონაბოლქვი, უხეში ნარჩენების წვის დროს წარმოქმნილი კვამლი.

აზოტის დიოქსიდი აღიზიანებს სასუნთქი სისტემის ქვედა ნაწილს, განსაკუთრებით - ფილტვების ქსოვილს. ზრდის მწვავე რესპირაციული დაავადებებისა და პნევმონიისადმი მიდრეკილებას.

თამარ ნეფარიძე

იხილეთ ვრცლად სტატია ჰაერი და ჯანმრთელობა