მეცნიერები დეპრესიასთან საბრძოლველად ყურძნის ნაერთების ეფექტურობაზე საუბრობენ
- დიჰიდროკოფეინის მჟავა და მალვიდინ-3-О-გლუკოზიდი. დეპრესიის სამკურნალო სტანდარტული პრეპარატები, შემთხვევათა ნახევარში, არაეფექტურია და ხშირად, სერიოზული გვერდითი ეფექტები აქვს.
სადღეისოდ არსებული ანტიდეპრესანტები მიმართულია სეროტონინის, დოფამინისა და სხვა ნეირომედიატორების რეგულაციის სისტემაზე. თუმცა დეპრესია დაკავშირებულია მთელ რიგ სხვა პრობლემებთანაც. მაგალითისთვის, ქვეითდება იმუნური სისტემის მუშაობა, ირღვევა ნეირონებს შორის იმპულსების გადაცემის პროცესი. ყურძნის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ეხმარება სწორედ იქ, სადაც ტრადიციული პრეპარატები უძლურია.
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ საცდელ თაგვებში, ყურძნის წვენის პოლიფენოლებისა და ყურძნის წიპწების ერთობლიობა ეფექტურად აქვეითებდა დეპრესიის სიმპტომებს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენილი ნაერთებისა და არსებული პრეპარატების კომბინაცია შეძლებს დეპრესიის დამარცხებას.
ლალი ჩხიკვაძე