რას გვირჩევს ექიმი ფრჩხილის სოკოს საპროფილაქტიკოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გვირჩევს ექიმი ფრჩხილის სოკოს საპროფილაქტიკოდ

ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:

სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ფრჩხილის დაზიანების (იგივე ონიქომიკოზის) თავიდან ასარიდებლად, უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები.

რეკომენდებულია:

ფეხსაცმლის სწორად შერჩევა. ის უნდა იყოს თავისუფალი და მოხერხებული, რომ არ დააზიანოს კანი და ფრჩხილები;

საჭიროა ბამბის წინდების ჩაცმა და მათი ყოველდღე გამოცვლა;

აუზზე, საუნასა და მსგავს ადგილებში რეკომენდებულია რეზინის ღია ფეხსაცმლის ტარება.

არ არის რეკომენდებული:

ფეხშიშველი სიარული ხალხმრავალ ადგილებში (აუზი, საუნა, ზღვის სანაპირო, სპორტული დარბაზი);

ვიწრო ფეხსაცმლის ტარება;

სინთეზური მასალისგან დამზადებული ფეხსაცმლის ტარება;

სხვისი ფეხსაცმლის, თეთრეულის, პირადი ჰიგიენის ნივთების (მაკრატელი, ღრუბელი, პირსახოცი და სხვა) გამოყენება

გახსოვდეთ, დაავადება განკურნებადია, მკურნალობა - კომპლექსური. უპირველესად უნდა მოიხსნას დაზიანებული ფრჩხილი, რაც დაეხმარება დაზიანებულ ადგილებში პრეპარატების შეღწევას და დააჩქარებს განკურნების პროცესს. დაზიანებული ფრჩხილის მოხსნა შეიძლება მექანიკურად ან სპეციალური დასაკრავი საშუალებით. ორივე შემთხვევაში პროცედურა უმტკივნეულოა და დისკომფორტს არ უქმნის პაციენტს. მკურნალობა გრძელდება მანამ, ვიდრე დაზიანებული ფირფიტის ადგილს ჯანსაღი ფრჩხილი დაიკავებს (საშუალოდ 5-6 თვე). სისტემური მოქმედების ანტიმიკოზური პრეპარატები კი უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

მკურნალობის დაწყებამდე ტარდება ფეხსაცმლისა და წინდების დეზინფექცია, რაც მკურნალობის პერიოდში თვეში ერთხელ უნდა განმეორდეს: რეზინის ხელთათმანების გამოყენებით ფორმალინში, ძმრის 40%-იან წყალხსნარში ან 1 %-იან ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატში დასველებული ჩვრით ან ტამპონით მუშავდება ფეხსაცმლის შიგნითა ზედაპირი. შემდგომ ფეხსაცმელი თავსდება პოლიეთილენის პარკში და სადეზინფექციო ხსნარში დასველებული მეორე სუფთა ტამპონი რჩება ფეხსაცმლის შიგნით 24 საათის განმავლობაში. შემდგომ ნიავდება სუნის გაქრობამდე. ყურადღება უნდა მიექცეს იატაკს, აბაზანას, პირადი მოხმარების საგნებს და პერიოდულად ჩატარდეს მათი დეზინფექცია. თინათინ გოცაძე