ბუაჩიძის ქუჩაზე ხანძრისა და ძლიერი დაკვამლიანების შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 5 ბავშვია
ძლიერი დაკვამლიანების შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა, რომლებიც სტაციონარში გადაიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, საერთო ჯამში მაშველებმა 20 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
დაზარალებულები მოინახულა და ადგილზე სიტუაციას გაეცნო სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი, ალექსანდრე ხუჯაძე. დეპუტატის გადაწყვეტილებით, ერთი ოჯახი, რომლის სახოვრებელი სახლიც დაიწვა, სასტუმროში განთავსდება.