რას ამბობენ ექიმები პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფეხბურთელმა გუშინ გონება დაკარგა
ხუთშაბათს დილით მან მოულოდნელად გონება დაკარგა, ბრაზილიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ექიმების პირველი დასკვნა ასეთია: ფეხბურთელის ორგანიზმი მეტისმეტად გამოიფიტა. მას გადასხმები უკეთდება. ამ დროისთვის შეუძლოდ ყოფნის სხვა სერიოზული მიზეზი არ იკვეთება. პელე 77 წლისაა.