თვალის პრობლემებით მიმართვიანობამ იმატა - რა რეკომენდაციებს გვთავაზობს ოფთალმოლოგი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალის პრობლემებით მიმართვიანობამ იმატა - რა რეკომენდაციებს გვთავაზობს ოფთალმოლოგი?

ექიმი–ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, ნინო კვარაცხელია განმარტავს, რომ თავის ტვინი ინფორმაციას სწორედ თვალების საშუალებით იღებს, ამიტომ მათი მოვლა და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება აუცილებელია, – "ტექნიკური პროგრესისა და ეკოლოგიის ცვლილებებთან ერთად ჩნდება თვალის ახალ–ახალი დაავადებები, სწორედ ამიტომ, პრევენციისთვის აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი და სრული გამოკვლევის ჩატარება. მხედველობითი პრობლემების არსებობის შემთხვევაში, საჭიროა ნებისმიერი საკორექციო საშუალების, სათვალის ან კონტაქტური ლინზის ტარება, რაც თვალის ნაკლებ დაღლას გამოიწვევს", – განმარტავს ექიმი–ოფთალმოლოგი.

თუ მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან გიწევთ მუშაობა, შესაძლოა, თვალები დაგეღალოთ და გამოგიშრეთ, რის თავიდან ასაცილებლადაც ექიმი რეკომენდაციას გვთავაზობს:

"ამ შემთხვევაში კომპიუტერთან განათება მარცხენა მხარეს უნდა იყოს, სამუშაო ოთახი ხშირად უნდა განიავდეს, თვალში უნდა ჩავიწვეთოთ დამატენიანებელი წვეთები (ხელოვნური ცრემლი), რომლის გამოყენების ინტენსივობაც აბსოლუტურად ინდივიდუალურია, მისი გამოყენება საათში ან ნახევარ საათში ერთხელაც შესაძლებელია. ხელოვნურ ცრემლებს უკუჩვენებები არ აქვს, რადგან შეიცავს საკუთრივ ჩვენს ცრემლში არსებულ ნივთიერება ჰიალურონ",– აღნიშნავს ექიმი–ოფთალმოლოგი და დასძენს, რომ თუ თვალი მუდმივად დაღლილ მდგომარეობაშია, საათში ერთხელ, 5 წუთის განმავლობაში მისი დასვენება მზერის შორ მანძილზე გადატანით უნდა მოხდეს.

როტო ჰიდრა - წვეთები მშრალი თვალისთვის 12 წლის ასაკიდან!

ნინო კვარაცხელიას თქმით, ხელოვნური ცრემლების გამოყენება ბავშვის შემთხვევაშიც შესაძლებელია, თუმცა მისი ცხოვრების წესი აუცილებლად კომპიუტერთან დაკავშირებული არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში მისი ეკრანთან დროის გატარება უნდა შეიზღუდოს, – "თუ ახლომხედველობის განვითარებაზე მოზარდებში არსებობს გენეტიკური განწყობა, ასეთ შემთხვევაში დიდი დოზით მხედველობითი დატვირთვა რეკომენდებული არ არის," – აღნიშნავს ექიმი.

ნინო კვარაცხელიას თქმით, ბავშვის თვალი კომპიუტერთან დაღლას უკვე მე–14 წუთიდან იწყებს, ამიტომ მშობლებმა ამ მხრივ ყურადღება უნდა გამოიჩინონ, –"ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკვლეულ ბავშვთა 25%–ს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ჩივილები აღენიშნებოდა".

ექიმი ოფთალმოლოგის თქმით, ზრდასრულები კლინიკას ძირითადად, ასაკობრივი ცვლილებებით განპირობებული დაავადებებით მიმართავენ:

"ეს არის პრესბიოპია, 55 წლიდან უკვე იწყება კატარაქტა, გლაუკომის პრობლემები ანუ მხედველობის მკვეთრი დაქვეითება, რაც უკვე ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ასევე, ქირურგიული ჩარევით შესაძლებელია მოგვარდეს ახლომხედველობის პრობლემა",– აღნიშნავს ექიმი.

მოზარდებში ახლომხედველობის პრობლემის ქირურგიული ჩარევით მოგვარება 18–19 წლის ასაკიდან, ხოლო შორსმხედველობის პრობლემის 8–9 წლის ასაკიდან ხდება:

"შესაძლებელია, ლაზერის მეშვეობით, ერთ წუთიანი პროცედურით ეს პრობლემა გამოსწორდეს,"– დასძენს ექიმი.

რა შეიძლება იყოს თვალის პრობლემების გამომწვევი მიზეზები?

ნინო კვარაცხელიას ინფორმაციით, მხედველობის ორგანოს ძირითად პრობლემებს გენეტიკური განწყობა იწვევს, დანარჩენი, კომპიუტერი, ეკოლოგიური ცვლილებები თუ სხვა რამ მაპროვოცირებელი ფაქტორებია, თუმცა, ექიმის განმარტებით, სხვადახვა ჩივილით მიმართვიანობამ წინა წლებთან შედარებით იმატა.

იმისათვის, რომ ჯანმრთელი თვალები ხანგრძლივად შევინარჩუნოთ, ექიმი–ოფთალმოლოგის რეკომენდაციით საჭიროა სწორი კვება. ჩვენი რაციონი უნდა შეიცავდეს A ვიტამინს და ომეგა 3-ს, რომელიც გვხვდება თევზში, ხიზილალაში, სტაფილოში, – "ეს ყოველივე იწვევს ხარისხის გაუმჯობესებას, რათა თვალი ნაკლებად დაიღალოს. ბავშვებში მნიშვნელოვანია ჰიგიენის ნორმების დაცვა. თუ მშობელმა შენიშნა, რომ ბავშვს საგნები თვალთან ახლოს მიაქვს, უწითლდება ან ეკრანს ახლოს უყურებს, აუცილებლად უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს.

mkurnali.ge

წაიკითეთ სრულად: