პაატა იმნაძე - ამჟამად ქვეყანაში ერთკვირიანი რინოვირუსები ცირკულირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პაატა იმნაძე - ამჟამად ქვეყანაში ერთკვირიანი რინოვირუსები ცირკულირებს

მის გარდა ამჟამად საქართველოში 200-მდე ვირუსი ცირკულირებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ამჟამად საქართველოში გავრცელებულ ვირუსებს ახასიათებთ სიცხე, ასევე ხველა და სურდო.

"რაც უფრო აცივდება, ვირუსები უფრო მომძლავრდება. დღეის მდგომარეობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, თუმცა გრიპის გარდა არსებობს კიდევ 200-მდე სხვადასხვა ვირუსი.

ამჟამად ქვეყანაში ცირკულირებს ერთკვირიანი რინო ვირუსები. აღნიშნულ ვირუსებს ძირითადად სურდო ახასიათებს, ასევე ტემპერატურა და შეიძლება ახლდეს ხველაც. გარდა რინო ვირუსებისა კიდევ არის ადენო ვირუსები და კორონა ვირუსები. ჯერჯერობით არ გამოჩენილა გრიპის ვირუსი, თუმცა მის გამოჩენას ველოდებით", - განაცხადა პაატა იმანძემ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი მოსახლეობას ურჩევს, ვირუსების თავიდან ასაცილებლად ხშირად დაიბანონ ხელები. დაინფიცირების შემთხვევაში კი მოერიდოს თვითმკურნალობას და მიმართოის ექიმს.

"პირველი რჩევაა, რომ თუ მსგავსი სიმპტომები აღმოაჩნდება ვინმეს, არ წავიდეს სკოლაში, ბაღსა და სამსახურში, რათა სხვებს არ გადაედოთ. იმისთვის რომ თავიდან ავირიდოთ ვირუსები, საჭიროა ხშირი ხელების დაბანა. დაბანის საშუალება თუ არ არის, არსებობს სპეციალური სველი ხელსაწმენდები. ასევე, უნდა დავიცვათ ეტიკეტი დახველების ან დაცემინების დროს და ვიხმაროთ ერთჯერადი ხელსახოცები, რომელსაც შემდეგ გადავაგდებთ.

ეს ვირუსები საბედნიეროდ არ არის ისეთი, რომ მძიმე შედეგები გამოიწვიოს, თუმცა ყურადღება მაინც საჭიროა. თუ ბავშვს აქვს სიცხე 38,5 და მეტი ერთი კვირის განმავლობაში აუცილებელია ნახოს ექიმმა, ხოლო თუ უფროსს აქვს 38,5 და მეტი სამი კვირის განმავლობაში, აუცილებელია ნახოს ექიმმა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ანტიბიოტიკები არც ერთ ვირუსზე არ მოქმედებენ, შესაბამისად ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე არავინ უნდა მიიღოს.