რა სარგებლობა მოაქვს ჰიმალაის მარილს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სარგებლობა მოაქვს ჰიმალაის მარილს?

იგი მოიპოვება პაკისტანში კერძოდ პუნჯაბის რეგიონში და დადგენილია რომ არის წარმოშობილი ამ რეგიონის პირველყოფილი ხანის დროინდელი ზღვის მშრალი ნარჩენებისგან. ჰიმალაის მარილის მაღაროებში არსებული დიდძალი წნევის არსებობამ მილიონობით წლების განმავლობაში გამოიწვია მისი 99 პროცენტიანი სისუფთავე, რაც უბრალო სუფრის მარილზე გაცილებით მაღალი მაჩვენებელია და მას არ გააჩნია არანაირი ქიმიური დანამატი. მეცნიერების მიერ დადგენილია ჰიმალაის მარილის უამრავი დადებითი თვისება, მათ შორის:

 

●    ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბუნებრივი იოდიზირება

●    ორგანიზმის წყლის დონის ბალანსი

●    უჯრედების PH ბალანსი

●    ფარისებრი ჯირკვლის სწორად ფუნქციონირების ხელშეწყობა

●    იმუნიტეტის გაძლიერება

●    წნევის ბალანსი

●    ფერმენტების რაოდენობის ზრდა, რაც უზრუნველყოფს მიღებული საკვების სასარგებლო თვისებების უკეთეს ათვისებას.

●    რესპირატორული სისტემის გაუმჯობესება

●    ძილის ციკლის რეგულირება

●    ძვლებისა და კუნთების უკეთესი განვითარება

●    დაბერების პროცესის შეფერხება

●    სქესობრივი სწრაფვის გაუმჯობესება

●    ინფექციებისა და მავნე ბაქტერიების ზიანის საფრთხის შემცირება

 

ჩვეულებრივი მარილი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად მოვიხმართ, ჯანმრთელობისათვის ძალიან საზიანოა. სუფრის მარილი მიიღება, ჩვეულებრივი მარილის დაახლოებით 650°ჩ-ზე დამუშავებით, რის შემდეგაც ფაქტობრივად მარილი ყველანაირ საკვებ ღირებულებას კარგავს და ხდება საზიანო. მიღებული ნივთიერება, რასაც მარილის სახით მოვიხმართ, შეიცავს 97.5% სოდიუმის ქლორიდს და 2.5% ხელოვნურ დანამატს. ეს ნივთიერება ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა უამრავი ქრონიკულ დაავადების, ათეროსკლეროზს და ა.შ. წარმოქმნას. სუფრის მარილის დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში ადამიანები ხშირად უჩივიან დიაბეტის და ჭარბი წონის პრობლემებს. ამ ყველაფერთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ჰიმალაის მარილი არის ერთადერთი დიეტური მარილი რომლის მიღებასაც დიეტოლოგებიც გვირჩევენ. მარილის მავნებელ თვისებასა და მის შხამიანობაზე უამრავი სამეცნიერო კვლევა ჩატარებულა და ეს ფაქტი ფართოდაა ცნობილი, თუმცა მის გარეშე ცხოვრება საკმაოდ რთულია.

ამის საწინააღმდეგოდ, თუკი ჩვენ ნამდვილ ანუ ჰიმალაის მარილზე ვისაუბრებთ, ეს მარილი მთლიანად საუკეთესო თვისებებითაა გაჯერებული, ჰიმალაის მარილი უაღრესად სასარგებლოა, მას ხშირად “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანსაც” უწოდებენ. ჰიმალაის მარილს აქვს ზუსტად იგივე გემო რაც ჩვეულებრივ მარილს, მხოლოდ განსხვავებული შეფერილობა. საკვებად მიღების გარდა ჰიმალაის მარილი გამოიყენება ორგანიზმის დეტოქსიკაციაში (მკურნალობის პროცესი, რომლებიც ტარდება ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების შეწყვეტის და ორგანიზმიდან მათი მოცილების მიზნით). ჰიმალაის მარილი თბილ წყალში გახსენით. 20 წუთში წყალი მთლიანად გახსნის მარილს. აბაზანის დროს არ გამოიყენოთ საპონი, შამპუნი, თმის კონდიციონერი და ა.შ. აბაზანის შემდეგ გირჩევთ, რომ სხეული პირსახოცით არ გაიწმინდოთ, ეცადეთ სითხე ტანზე ბუნებრივად შეგაშრეთ.

R