რა უნდა ვიცოდეთ მშრალი თვალის სინდრომზე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ მშრალი თვალის სინდრომზე?

იგი განსაკუთრებით ხშირია ქალებში და ოფისებში მომუშავე პერსონალში.

რა იწვევს მშრალი თვალის სინდრომის განვითარებას?

მშრალი თვალის სინდრომის განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ასაკზე, ჰორმონულ ფონზე, მედიკამენტებზე (ორალური კონტრაცეპტივების, ანტიჰისტამინური პრეპარატების, β–ბლოკატორების, ანტიდეპრესანტების ხანგრძლივი გამოყენება), თვალის გადატანილ ინფექციურ დაავადებებზე, აუტოიმუნური დაავადების არსებობაზე (რევმატოიდული ართრიტი, სიოგრენის სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა), ქუთუთოს კიდის ქრონიკულ ანთებაზე (ბლეფარიტი), ეკოლოგიურ პრობლემებზე, ყოველდღიური ცხოვრების თანამედროვე ატრიბუტებზე–კომპიუტერებზე, მონიტორებზე, კონდენცირების სისტემებზე.

თვალის სიმშრალის მიზეზთა შორის უმთავრესი კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობაა. მხედველობის დაძაბვა (კითხვა, ტელევიზორის ყურება, კომპიუტერთან მუშაობა), რაც ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს, თვალის იშვიათი ხამხამის მიზეზია და ცრემლის სწრაფად აორთქლებას იწვევს, შესაბამისად, ირღვევა ლორწოვანის ნორმალური დატენიანების პროცესი. ამას ერთვის ოფისების კონდიცირებული ჰაერი, რომელიც თავის მხრივ, ცრემლის აორთქლებას აჩქარებს. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორებია სიგარეტის კვამლი, კონტაქტური ლინზები და უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები. მშრალი თვალის სინდრომი შესაძლოა განპირობებული იყოს ცრემლის აპკის ნებისმიერი კომპონენტის დეფიციტით, მათი სტაბილურობის დაქვეითებით ან ორივეთი ერთად.

რა სიმპტომები აქვს მშრალი თვალის სინდრომს?

  • სიწითლე
  • ტკივილი
  • თვალების წვის, ჩხვლეტის, სიმძიმის, ქავილის, სიმშრალის, უცხო სხეულის (ქვიშის) შეგრძნება
  • მხედველობის დაბინდვა
  • მცირე წებოვანი გამონადენი
  • რეფლექსური ცრემლდენა
  • სინათლის შიში

დისკომფორტი კიდევ უფრო ძლიერდება ქარიან ამინდში, კონდენცირებულ ოთახსა და კვამლიან გარემოში. ვინაიდან თვალის გამოშრობას ცრემლის დეფიციტის ხარისხი განაპირობებს, კომპენსაციისთვის მისმა რაოდენობამ პერიოდულად შესაძლოა მოიმატოს კიდეც, ამიტომ პაციენტები ხშირად ცრემლდენას უჩივიან.

როგორ ვუმკურნალოთ მშრალი თვალის სინდრომს?

მშრალი თვალის სინდრომის სამკურნალოდ უმეტესად ხელოვნური ცრემლის პრეპარატებს იყენებენ. ეს პრეპარატები სხვადასხვა სიბლანტისაა და თვალს გარკვეული დროის განმავლობაში უნარჩუნებს ტენიანობას. ზოგიერთი მათგანის გამოყენება ყოველ 1-2 საათშია საჭირო, ხოლო შედარებით ბლანტი და დამხმარე ნივთიერებებით გამდიდრებული პრეპარატები, მაგალითად როტო ჰიდრა 8 საათის განმავლობაში ატენიანებს თვალს.

ასევე კარგია თვალის ვარჯიში, დასვენება, დღის რეჟიმის მოწესრიგება.

mkurnali.ge