პედიატრი ინგა მამუჩიშვილი: ''გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშემომყოფებს მისცეთ ამის უფლება!'' - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი: ''გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშემომყოფებს მისცეთ ამის უფლება!''

და ახლობლები ბავშვებს სახეზე, ხელის მტევნებზე და ცხვირ-ტუჩის მიდამოში კოცნიან:

''ძალიან გთხოვთ, არ მითხრათ შვილი ჩემია და როგორც მინდა ისე მოვექცევი და რასაც მინდა იმას ვუზამო. გრძნობთ ალბათ, რომ გაღიზიანებული და გაკვირვებული ვარ მომხდარი ფაქტით, ვერასოდეს ვერ შევეგუები როგორც ადამიანი და განსაკუთრებით როგორც ექიმი, როცა ბავშვს სახეზე და ხელის მტევნებზე (ძირითადად თითებს იდებენ და წოვენ პაწუკები) განსაკუთრებით კი ცხვირ-ტუჩის მიდამოში კოცნიან ახლობლები.

პირის ღრუში უამრავი სხვადასხვა მიკროორგანიზმი ბინადრობს: ვირუსები, სოკოები, უმარტივესები, ბაქტერიები, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილია ბაქტერიები: ნერწყვის ყოველი მილილიტრი შეიცავს 650 მდე სხვადასხვა სახეობის 100 მილიონ ბაქტერიას, რომელთა უდიდესი ნაწილი იწვევს პირის ღრუს (მათ შორის, ორალური გზით გადამდები) დაავადებების განვითარებას... ლორწოვანის, ლორწოვანთან კონტაქტით ვრცელდება ინფექციური მონონუკლეოზიც, რომელსაც ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს და ხასიათდება იმუნიტეტის მკვეთრი დათრგუნვით (ხშირად სვამთ ხოლმე კითხვებს ამ დაავადებასთან დაკავშირებით) ნათქვამია, ადამიანი ჯანმრთელია მანამ, სანამ პირის ღრუ და კბილები ჯანმრთელი აქვსო... ბაქტერიის პრეზენტაცია ორგანიზმში ცხვირის ან პირის ღრუდან იწყება ძირითადად, ხოდა გეკითხებით, რას ერჩით თქვენი ბავშვების ჯანმრთელობას??? გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშემომყოფებს მისცეთ ამის უფლება! აბა სად ვაკოცოთო მკითხავთ... ტაკოზე აკოცეთ,უფრო გემრიელია'' - წერს ინგა მამუჩიშვილი.