როგორი პენსიები აქვთ ევროპელებს და როგორ პენსიაზე ოცნებობენ საქართველოში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი პენსიები აქვთ ევროპელებს და როგორ პენსიაზე ოცნებობენ საქართველოში?

ახლა კი ვნახოთ, როგორი პენსიები აქვთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და როგორია საპენსიო სისტემა:

ესპანეთი

ყოველთვიური საშუალო პენსია 850 ევროა.

საპენსიო ასაკი - 65 წელი (მამაკაცებისთვისაც და ქალებისთვისაც). თუმცა ვარაუდობენ საპენსიო ასაკის გაზრდას 67 წლამდე.

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ესპანეთში 82,5 წელია. ქალები მამაკაცებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

საპენსიო სისტემა ასეთია: პენსიის მისაღებად საჭიროა 37 წლის მუშაობის სტაჟი. ზოგიერთ მოქალაქეს პენსია 60 წლიდანაც ენიშნება, მაგრამ არ სეიძლება პენსიისა და სრულ განაკვეთზე მუშაობის შეთავსება. შეიძლება მუშაობა ნახევარ განაკვეთზე

გერმანია

საშუალო პენსია 1200 ევროა. მამაკაცები, როგორც წესი, უფრო მაღალ პენსიას იღებენ, ვიდრე ქალები. ასევე უფრო მაღალი აქვთ პენსია ქვეყნის დასავლეთში მცხოვრებთ, ვიდრე აღმოსავლეთში.

საპენსიო ასაკი 65 წელი და 3 თვეა. 2030 წლისთვის გეგმავენ მის გაზრდას 67 წლამდე (ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც).

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელია.

საპენსიო სისტემა ასეთია: გერმანიის ყოველი დასაქმებული მოქალაქე ვალდებულია გერმანიის საპენსიო ფონდში გადაიხადოს ხელფასის 20,3%. გადასახადის ნახევარს იხდის დასაქმებული, ხოლო ნახევარს - დამსაქმებელი.

საფრანგეთი

საშუალო პენსია 1200 ევროა.

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 81 წელზე მეტია.

საპენსიო ასაკი 62 წელია, მაგრამ ყოველწლიურად 3 თვით ზრდიან.

საპენსიო სისტემა ასეთია: პენსიის მისაღებად საჭიროა 40 წლის მუშაობის სტაჟი. სტაჟის ხანგრძლივობის შესაბამისად შეიძლება პირს ჰქონდეს მეტი ან ნაკლები პენსია - ანგარიშობენ კოეფიციენტის შესაბამისად.

იაპონია

საშუალო პენსია 2000 დოლარი.

სიცოცხლის ხანგრძლივობა 83 წელი.

ნომინალური საპენსიო ასაკი - 65 წელი. ფაქტობრივად კი პენსიაზე ადამიანები საშუალოდ 70 წლის ასაკში გადიან.

პენსია იაპონიაში საკმაოდ მაღალია, მაგრამ ამ ქვეყანაში ცხოვრებაც საკმაოდ ძვირია. იაპონიის კორპორაციებში დასაქმებულთა შვებულება კი წელიწადში მხოლოდ 1 კვირაა.

აშშ

საშუალო პენსია - 1200 დოლარი

საპენსიო ასაკი - 67 წელი, თუმცა პენსიაზე გასვლა მოქალაქეს 62 წლიდან და უფრო ადრეც შეუძლია, ასეთ შემთხვევაში უფრო ნაკლები დაენიშნება.

სიცოცხლის ხანგრძლივობა 78 წელია.

დასაქმებული თავისი ხელფასიდან 15,3%-ს იხდის სოცილურ გადასახადში. გადასახადის ნახევარს იხდის დასაქმებული, ხოლო ნახევარს - დამსაქმებელი. გარდა ამისა ამერიკაში მოქმედებს სხვადასხვაგვარი სისტემები, რომლებიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, თავად დააგროვონ სობერისთვის საჭირო თანხა.

ასევე წაიკითხეთ:

მსოფლიოს რომელ ქვეყნებში ცოცხლობენ და მუშაობენ ყველაზე ხანგრძლივად?