როგორ შევარჩიოთ ვიტამინები - ექიმი თამარ მამაცაშვილი გირჩევთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ ვიტამინები - ექიმი თამარ მამაცაშვილი გირჩევთ

ბევრი ადამიანი იმუნიტეტის ასამაღლებლად ვიტამინურ კომპლექსებს იღებს. როგორ უნდა შევარჩიოთ ვიტამინები, რომ ორგანიზმს მათგან მხოლოდ სარგებელი მოვუტანოთ და არაფერი დავიზიანოთ?

„მკურნალი.გე“-ს მთავარი რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი გირჩევთ:

პოლივიტამინები კომპლექსური პრეპარატებია, რომლებიც სხვადასხვა ვიტამინებისგან, მინერალებისა და ორგანული ნივთიებებისგან შედგება. უნდა გვახსოვდეს, რომ მონოვიტამინები ანუ ერთი კონკრეტული ვიტამინი - მხოლოდ სამკურნალო მიზნით ინიშნება მისი დეფიციტის დროს, ხოლო პოლივიტამინები - პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.

თუ გადაწყვიტეთ, დამოუკიდებლად შეარჩიოთ ვიტამინური კომპლექსი, პირველ რიგში აუცილებელია განსაზღვროთ, რა მიზნით აპირებთ მათ მიღებას: დაავადებათა პროფილაქტიკისთვის, ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად, ორსულობისას ორგანიზმის დასახმარებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად თუ დამხმარე თერაპიის სახით - გაციების დროს.

ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე სქესი და ასაკობრივი კრიტერიუმები.

ქალებისთვის განკუთვნილი პოლივიტამინების შემადგენლობაში უნდა შედიოდეს კომპონენტები, რომლებიც მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, აუმჯობესებს იმუნიტეტს, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული სისტემების მუშაობას, ეფექტურად მოქმედებს კანის ტურგორზე (ტონუსი), მის ელასტიურობაზე, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. კარგია ისეთი კომპლექსები, რომლებიც შეიცავს А, В1, В2, В5, В6, В9, В12, С, D, Е, H, PP, F, K ვიტამინებს და მინერალებს: კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, იოდს, ფოსფორს, კალიუმს, ქრომს და სხვ.

ხარისხიანი პოლივიტამინების მწარმოებლები ანოტაციაში უთითებენ ხოლმე, ამა თუ იმ ვიტამინის შემცველობა დღიური ნორმის რამდენ პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს, მაგალითად 50 ან 100%. თუ ასეთი მითითება არ არის, შესაძლოა ვიტამინის რაოდენობა ამ პოლივიტამინში ძალიან უმნიშვნელო იყოს.

რაც შეეხება მამაკაცებს, თუ ძლიერი ფიზიკური დატვირთვა უწევთ, მათთვის ვიტამინური კომპლექსების რეგულარულად მიღება აუცილებელია, თუმცა მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ გარკვეული რჩევები: ისეთი მინერალი, როგორიც არის რკინა, მათთვის დიდი რაოდენობით არ არის აუცილებელი. ამ მინერალის ჭარბად მიღებამ შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ტრემორი და ინფარქტიც კი გამოიწვიოს. ეს მინერალი ქალის ორგანიზმს მეტად სჭირდება, მამაკაცებმა მისი ნაკლები რაოდენობის შემცველი პოლივიტამინები უნდა შეარჩიონ. რკინის დღიური ნორმა კი კვების რაციონით შეივსონ.

ტესტოსტერონი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მამაკაცის ორგანიზმისთვის და მისი რეპროდუქციული ფუნქციისთვის, E ვიტამინისა და სელენის დახმარებით გამომუშავდება. ამიტომ ამ კომპონენტების შემცველობაც მამაკაცურ პოლივიტამინში საყურადღებოა. ზოგიერთ მწარმოებელს აქვს პოლივიტამინების სპეციალური მამაკაცური ფორმულები, მაგალითად: ველმენს, დუოვიტს და სხვა.

ბავშვის ფსიქოემოციური და ფიზიკური განვითარებისთვის ვიტამინებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ბავშვებისთვის ვიტამინების შერჩევისას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ:

მადის მოსამატებლად საუკეთესო იქნება პოლივიტამინი, რომელშიც საკმარისი დოზით არის C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა);

მომატებული მხედველობითი დატვირთვისას კარგი იქნება თუ ბავშვს მივცემთ პოლივიტამინს, რომელიც შეიცავს A ვიტამინს, თუთიას და სპილენძს;

აქტიური ზრდის პერიოდში ბავშვს უნდა მივაწოდოთ მინერალები: კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, სელენი;

სტრესულ სიტუაციებში (სკოლაში ან ბაღში წასვლის პერიოდი, საცხოვრებლის გამოცვლა, მშობლების წასვლა ან სხვა), ბავშვისთვის აუცილებელია „ბ“ ჯგუფის ვიტამინები.

ახლა კი რამდენიმე პოლივიტამინური კომპლექსი განვიხილოთ:

„ვიტრუმი“

ეს პრეპარტი ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრს შეიცავს და თან საკმაო დოზებით. ეს კომპლექსის უფრო ჰიპოვიტამინოზებისა და მიკროელემენტების დისბალანსის სამკურნალოდ უნდა მივიღოთ, ვიდრე პროფილაქტიკისთვის. ეს პოლივიტამინი კარგი იქნება პაციენტებისთვის სხვადასხვა დაავადებების გადატანის შემდეგ, ასევე ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარების შემდგომ პერიოდში. ამ კომპლექსის ყველა ელემენტი კარგად არის დაბალანსებული.

„მულტიტაბსი“

შეიცავს საკმაო რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე, ნერვულ და გულ-სისხლძრღვთა სისტემაზე, აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას, აძლიერებენ იმუნიტეტს. ეს საუკეთესო პოლივიტამინია 40 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის. ძალიან კარგ შედეგს იძლევა მისი მიღება ემოციური სტრესისა და ფიზიკური გადაძაბვისას.

„ცენტრუმი“

ეს კომპლექსი გამდიდრებულია ვანადიუმით, რომელიც ენერგიის გამომუშავებისთვის არის აუცილებელი. იგი ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას, ასტიმულირებს უჯრედთა დაყოფას და აქვს კიბოს განვითარების საწინააღმდეგო ეფექტი. ამ კომპლექსში არ არის კობალტი და „დე“ ვიტამინი.

„ცენტროვიტი“

„ცენტროვიტი“ აკმაყოფილებს ვიტამინებისა და მინერალების დღიურ მოთხოვნილებას, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს, რეკომენდებულია ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების ნაკლებობის დროს. რეკომენდებულია გადაღლის და სტრესის, არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვების დროს, ჰიპოვიტამინოზის სეზონური პროფილაქტიკისათვის, ავადმყოფობის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში.

„ტრიოვიტი“

შეიცავს A, E და C ვიტამინებს და სელენს.

გამოიყენება:

• ვიტამინ-ანტიოქსიდანტებისა და სელენის დეფიციტისას;

• არასრულფასოვანი კვებისას და არაბალანსირებული დიეტისას;

• მავნე საწარმოო პირობებში მუშაობისას;

• არახელსაყრელი ეკოლოგიური გარემოს მქონე რეგიონებში, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში ცხოვრებისას;

• ნიკოტინზე დამოკიდებულებისას;

• მზით აქტიური დასხივების ზემოქმედებისას (ზაფხულში გარუჯვისას)

• ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვებისას.

„მერცი“

მასში შემავალი ვიტამინები და მინერალები დადებითად მოქმედებს ზოგადად ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე ორგანიზმში, მაგრამ ამ კომპლექსში შედის ე.წ. სილამაზის ვიტამინებიც. A ვიტამინი აღადგენს ეპითელიუმს, აუმჯობესებს კანის სისხლმომარაგებას, ელასტიკურობას. მასში შემავალი ამინომჟავა ცისტეინი და ვიტამინი H (ბიოტინი) დადებითად მოქმედებს თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე.

ჩამოთვლილის გარდა მულტივიტამინური პრეპარატები კიდევ მრავლადაა ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე, ამიტომ მათი შერჩევისას ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.