6 იაფი და უმარტივესი რეცეპტი ორგანიზმის გასაწმენდად
როცა გაცივდება, მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. ვაშლისა და დარიჩინის ერთობლიობა აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.
2. ლიმონის წვენი და თაფლი: 2 სუფრის კოვზ ლიმონის წვენს დაუმატეთ 200 მლ თბილი წყალი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და მწიკვი დაფქვილი ჯანჯაფილი. მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნარევი ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და იძლევა სასიცოცხლო ენერგიის მუხტს.
3. ჯანჯაფილის სასმელი: მცირე რაოდენობით ჯანჯაფილის ფესვი (3-4 სმ) გათალეთ და წვრილად დაჭერით. დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი, მიიყვანეთ ადურებამდე და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთი. გადაწურეთ, როცა გაგრილდება დაუმატეთ მწიკვი დარიჩინი და რამოდენიმე კოვზი ასკილის სიროფი. მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში 100-150 მლ-ის ოდენობით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას.
4.ჭარხლის წვენი: წვენი მოამზადეთ 1 ჭარხლის, 2 ვაშლისა და 4 ღერი ნიახურისგან. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 2-ჯერ დღეში (დილას და საღამოს), ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
5.ჯანმრთელობის კოქტეილი: 1 ფორთოხლის, 1 ლიმონის და 1 სტაფილოსგან გამოწურულ წვენს დაუმატეთ 100 მლ მინერალური წყალი. დალიეთ უზმოზე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს კოქტეილი დაღლილობის მოსახსნელი საშუალებაა, მასში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებია.
6. კიტრი და ნიახური: 1 ცალი კიტრი და 1 ნიახურის ფესვი დაჭერით წვრილად, დაუმატეთ 300 მლ წყალი. დალიეთ მთელი დღის განმავლობაში. იდეალური სასმელია განტვირთვის დღეებისთვის.
ლალი ჩხიკვაძე