რა ემართება შინაგან ორგანოებს მჯდომარე ცხოვრების წესით
კილოგრამებს, მაგრამ ბევრ დროს ატარებთ დამჯდარ მდგომარეობაში, ცხიმოვანი ჩანართების ჩალაგება გემუქრებათ. ამასთან, ეს ჩანართები შინაგან ორგანოთა გარშემო ლაგდება და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ისა და გულის დაავადებათა აღმოცენების რისკს ზრდის.
ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევით ირკვევა, რომ ჯდომის მოყვარულ ადამიანებს ე.წ. ვისცერული ცხიმის ფენა უფრო მეტად ღვიძლის, პანკრეასისა და თირკმელების გარშემო აქვთ შემოხვეული, საზოგადოდ, ცხიმოვანი ჩანართები აღენიშნებათ აბდომინალურ სივრცეში.
დიდი ხანია ცნობილია, რომ ჭარბ ვისცერულ ცხიმს უკავშირდება ინსულინური რეზისტენტობა, დიაბეტის განვითარების რისკი. ისიც საყურადღებოა, რომ ცხიმოვანი ჩანართები ზრდის ინსულტის, გულის დაავადებათა და სიმსივნის განვითარების რისკს. სტატისტიკა იმასაც მეტყველებს, რომ შრომისუნარიანი ასაკის ადამიანები გაცილებით მეტ დროს ატარებენ დამჯდარ მდგომარეობაში, ვიდრე - პენსიონერები.
ასე რომ, დიდ დროს ნუ დაუთმობთ ჯდომას, მეტი ისეირნეთ!
თინათინ გოცაძე