რა გვატკივებს ქუსლს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა გვატკივებს ქუსლს

ურთიერთდაკავშირებული პროცესი. როდესაც ამ სისტემის რომელიმე ნაწილი ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, მთელ ორგანიზმს ადგება ზიანი. ტერფი საყრდენი და გადასაადგილებელი სრულყოფილი ინსტრუმენტია, რომელიც ჩვენი ორგანიზმის მრავალ სხვა ფუნქციაზე ახდენს გავლენას. ჩვენი ტერფები ჩვენი ჯანმრთელობის სარკეა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მეტი ვიცოდეთ მათ შესახებ. გვესაუბრება საქართველოს რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი, რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მარინა თევზაძე.

 

- ქალბატონო მარინა, რა მნიშვნელობა აქვს ტერფის სიჯანსაღეს საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის შესასრულებლად?

- ტერფი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ერთი მხრივ, მისი ფუნქციური მდგომარეობა დამოკიდებულია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ზემოთ მდებარე ელემენტების მდგომარეობაზე, მეორე მხრივ, ტერფის ნორმალური არქიტექტონიკა და ფუნქციობა მთელი ჩვენი ძვალსახსროვანი სისტემის სიჯანსაღეს განაპირობებს. და არა მარტო ამ სისტემისას, ვინაიდან ტერფზე პროეცირდება ჩვენი სხეულის პრაქტიკულად ყველა ორგანო. აქ არის განლაგებული მრავალი ენერგეტიკული წერტილი, რომლებიც გავლენას ახდენენ შინაგანი ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ფუნქციობაზე. აი, რატომ არის აუცილებელი ტერფის ნორმალური ფუნქციობის უზრუნველყოფა, ტერფის დაავადებების თავიდან აცილება და დროული მკურნალობა.

- 52 წლის ქალბატონი გვწერს: "დილით, ადგომისას, მტკივა მარცხენა ქუსლი. მერე ნელ-ნელა გაივლის, მაგრამ ბოლომდე - არა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ ვუმკურნალო?"

- ვიდრე ქუსლის ძვლის ტკივილის მიზეზებზე გადავიდოდე, ორიოდე სიტყვას ტერფის ანატომიაზე მოგახსენებთ. ტერფი წარმოადგენს რთულ ბიომექანიკურ კომპლექსს, რომელიც შედგება 26 ძირითადი ძვლისგან, მრავალი იოგისგან, მყესისა და კუნთისგან. მათ უჭირავთ ჩვენი სხეულის ძირითადი ამორტიზატორები - ტერფის ორი ძირითადი, სიგრძივი და განივი, თაღი. დაბალი თაღი ან თაღის უქონლობა განაპირობებს ბრტყელტერფიანობას, რომელიც, თავის მხრივ, სახსრებისა და ხერხემლის პათოლოგიას იწვევს. ქუსლის ძვალი ტერფის ყველაზე მსხვილი ძვალია. ქვემოდან მასზე მიმაგრებულია ტერფის პლანტარული ფასცია (შემაერთებელი ქსოვილის ზოლი), რომელსაც ძირითადად უჭირავს ტერფის თაღები. ქუსლის ძვლის ტკივილის მიზეზი უმეტესად სწორედ ტერფის პლანტარული ფასციის ანთებაა. ანთებას მეტწილად იწვევს ფასციის ზედმეტი დაჭიმვა ბრტყელტერფიანობის, ჭარბი წონის, ფიზიკური გადატვირთვის, არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის გამო და ა.შ. ამ დროს ადამიანი უჩივის ქუსლის ტკივილს, განსაკუთრებით - დილაობით, საწოლიდან ადგომისას, ანდა ხანგრძლივი დასვენების შემდეგ, ფეხის გადადგმისთანავე. თანდათანობით ტკივილის ინტენსივობა მცირდება. თუ დროულად არ ვიღონეთ რამე, დაიწყება კალციუმის მარილების ჩალაგება ანთებით კერაში და ჩამოყალიბდება ძვლოვანი კორძი - ქუსლის დეზი. ქუსლის ძვლის ტკივილის კიდევ ერთი მიზეზია აქილევსის მყესისა და მისი ჩანთების დაზიანება ან ანთება. ამ შემთხვევაში ტკივილი ლოკალიზებულია წვივის უკანა ზედაპირზე, ქუსლის ძვლის ზედა ნაწილში. ქუსლის ძვლის ტკივილის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს შარდსასქესო სისტემის ზოგიერთი ინფექცია, მათ შორის - ქლამიდიოზი და გონორეა, რომლებიც ზოგჯერ ფარულად მიმდინარეობს და ქუსლის ძვლის არეში რეაქტიულ ანთებას იწვევს. ამ დროს ტკივილი მოსვენების დროსაც კი იგრძნობა და განსაკუთრებით ძლიერია ღამით. ქუსლის არეში ტკივილს ხშირად იწვევს ქრონიკული ანთებითი რევმატული დაავადებები, მაგალითად, ბეხტერევის დაავადება, ფსორიაზული ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ასევე - პოდაგრა და ოსტეოპოროზი.

- როგორ ადგენენ ტკივილის მიზეზს?

- საამისოდ იყენებენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, ტერფის პათოლოგიისა და სტატიკის დარღვევის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას, დენსიტომეტრიასა და ზოგიერთ ლაბორატორიულ გამოკვლევას.

- როგორ მკურნალობენ?

- ტკივილის კუპირებისათვის საჭიროა იმ დაავადების მკურნალობა, რომელმაც გამოიწვია ტკივილი. საამისოდ იყენებენ როგორც მედიკამენტურ საშუალებებს, ისე ფიზიოთერაპიასაც. მედიკამენტებიდან ინიშნება ანთების საწინააღმდეგო ანტირევმატული პრეპარატები, მათ შორის - გლუკოკორტიკოსტეროიდები (ადგილობრივი ინექციები). გართულების შემთხვევაში მიმართავენ დარტყმით თერაპიას. შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული მკურნალობაც.

- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

- მეტად მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის შერჩევა: ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 4-5 სმ-ს. არც უქუსლო ფეხსაცმლის ტარება შეიძლება. ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს მაღალი და მყარი საქუსარი და მომრგვალო ცხვირი. საჭიროების შემთხვევაში არ უნდა დავიზაროთ ორთოპედიული ღაბაშის - სუპინატორის - გამოყენება.