ხაჭოს "ხრაშუნები"
ამ მეტად სასარგებლო პროდუქტზე უარს ამბობს. წუნია პატარებისთვის გთავაზობთ ხაჭოს გემრიელ ფხვიერ ნამცხვარს, რომელიც ბავშვს შეგიძლიათ წლინახევრიდან მისცეთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ნატურალური ხაჭო მაინც აუცილებელია. ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ბავშვებისთვის კი თერმულად დამუშავებული ხაჭოს კერძები სჯობს. ეს გემრიელი ნამცხვარი უფროსებსაც ძალიან მოეწონებათ:
მასალა
კვერცხი - 1 ცალი (57 გრ)
ხაჭო - 200 გრ
კარაქი ან მარგარინი - 150 გრ
შაქარი - 150 გრ
ფქვილი - 220 გრ
გამაფხვიერებელი - 10 გრ (1 პაკეტი)
შაქრიანი ვანილი - 5 გრ (1 პაკეტი)
მარწყვი - 100 გრ
შაქრის პუდრა - 30 გრ
მომზადება
ხაჭო, კარაქი და კვერცხი გავთქვიფოთ მიქსერით და დავამატოთ ცალკე წინასწარ ერთმანეთში არეული მშრალი ინგრედიენტები. კარგად მოვზილოთ, რომ ერთიან მასად იქცეს, გადავახვიოთ კულინარიულ ცელოფანში და 1-2 საათით მოვათავსოთ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ, გავაკეთოთ კაკლისოდენა ბურთები, მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე და თითოეულ „ხრაშუნას" ზემოდან დავადოთ თითო-თითო მარწყვი. გამოვაცხოთ 180 გრ 15-20 წუთის განმავლობაში. უკვე მზა ნაწარმს ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა. 100 გრ = 309 კკალ. გემრიელად მიირთვით! თამარ ნეფარიძე