ქალს, რომელიც ლიფტის შახტაში ჩავარდა, ხერხემლისა და გულმკერდის მალების კომპრესიული მოტეხილობა აღენიშნება
ქალს ხერხემლისა და გულმკერდის მალების კომპრესიული მოტეხილობა აღენიშნება.
"პაციენტს ზურგის ტვინის, ნეკნების ორმხრივი - მრავლობითი დაზიანება აქვს, ასევე, პნევმოთორაქსი აღენიშნება",- აცხადებენ კლინიკა "მედინაში".
ბათუმში, ლიფტის შახტაში 40-წლამდე ასაკის ქალბატონი ჩავარდა. შემთხვევა საზღვაო ჰოსპიტალში მოხდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს.